ENG
აქტივობის სახე: საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტები გერმანიიდან თბილისში დაბრუნდნენ
თარიღი და დრო: 28/07/2014 - 10:00 / ორშაბათი
დეტალები:

2014 წლის 20 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტები სალომე ცირეკიძე, მოჰამედ-ალი ხალილოვი, სოფიკო წიკლაური, მარიამ შენგელია, ქრისტინე კირაკოსიანი, ესტატე გამოძე და, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული „მედიაციის“ კონკურსის გამარჯვებულები, სკოლა „ალბიონის” მოსწავლეები ჯანო ქოროღლიშვილი და სალომე ბექაური, საგანმანათლებლო-კულტურული ტურის ფარგლებში, გერმანიაში იმყოფებოდნენ. ვიზიტის დროს ჯგუფის წევრები შეხვდნენ საქართველოს ელჩს გერმანიაში ლადო ჭანტურიას. ჯგუფს ხელმძღვანელობდა საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ანა ფირცხალაშვილი.

 

ვიზიტის ფარგლებში სტუდენტენტები გაეცნენ გერმანიის საჯარო მმართველობის სისტემას, პოტსდამის თვითმმართელობის ორგანოებს და საჯარო ადმინისტრაციის სტრუქტურას, უშუალოდ დაათვალიერეს გერმანიის პარლამენტი (ბუნდესთაგი), შეხვედნენ და გაესაუბრნენ საჯარო მოხელეებს. იყვნენ ბერლინის და პოტსდამის ქალაქების მერიაში, გაეცნენ ბრანდენბურგის ლანდის საჯარო მმართველობის ორგანოებს. მოინახულეს საინტერესო ისტორიულ-კულტურული ადგილები, მუზეუმები

 

ვიზიტი დააფინანსა გერმანიის პარლამენტმა, ხოლო ცხოვრებისა და მგზავრობის ხარჯები უზრუნველყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა.

 

ვიზიტის შესახებ მეტ ინფორმაციას (ვიდეოკოლაჟის სახით) გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის Facebook-ის გვერდზე უხლოეს მომავალში იხილავთ.

 

 

საკონტაქტო პირი: ანა ფირცხალაშვილი; a.phirtskhalashvili@gruni.edu.ge
გაზიარება
დაბეჭდვა
 
 
 
 
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
10904607

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By