ENG
აქტივობის სახე: სტაჟირება Deutsche Bank-ში (გერმანია)
თარიღი და დრო: 14/06/2012 - 13:15 / ხუთშაბათი
დეტალები:

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ქართულ-გერმანულენოვანი პროგრამის დამამთავრებელი წლის სტუდენტი ვახტანგ ჭითავა, პარტნიორ ჰაიდენჰაიმის უნივერსიტეტის რეკომენდაციით, 2011 წლის აგვისტოდან  "Deutsche Bank"-ის ჰაიდენჰაიმის ფილიალში ანაზღაურებად სტაჟირებას გადის. 

 

ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტთა გაცვლით პროგრამას სასწავლო კომპონენტად პროფესიული პრაქტიკა დაემატა. 

 

ყველა სტუდენტს, რომელიც გერმანიაში, ჰაიდენჰაიმის პარტნიორ უნივერსიტეტში სასწავლებლად გაემგზავრება, წარმატებული სწავლის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნება, ვახტანგ ჭითავას მსგავსად, ანაზრაურებადი სტაჟირება გაიაროს გერმანიაში. 

 

ყველასთვის ნათელია რას ნიშნავს სტაჟირება  "Deutsche Bank"-ში, ამდენად,  ვულოცავთ ვახტანგს დიდ წარმატებას...

 

გაზიარება
დაბეჭდვა
 
 
 
 
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
10922944

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By