პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტის ბაზაზე ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე ხორციელდება ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაში "ენერგო მენეჯმენტის კონცენტრაციის" მოდულის დანერგვა. პროექტი ითვალისწინებს ასევე ენერგო მენეჯმენტის სპეციალისტების მომზადებისა და გადამზადების სასერტიფიკატო კურსებს.