ENG
აქტივობის სახე: გამარჯვება საერთაშორისო სიმულაციურ სასამართლო პროცესზე
თარიღი და დრო: 15/06/2011 - 11:10 / ოთხშაბათი
დეტალები:

29 აპრილიდან - 2 მაისი ჩათვლით ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში, ბრიტანეთის სამართლის ცენტრისა და ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელშიც მონაწილეობდა ევროპის 35-ზე მეტი ქვეყნის 80-ზე მეტი წამყვანი უნივერსიტეტის გუნდი. წელს ბრიტანეთის სამართლის ცენტრის მიწვევით ევროპის სამართლის იმიტირებულ პროცესში მონაწილეობა მიიღო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტთა გუნდმა, გიგა გიგაშვილის, გიორგი ხუროშვილის, ნათია ქააძის, სანდრო ქემერტელიძისა და ნინო იაშვილის შემადგენლობით. სასამართლო პროცესებში მონაწილეობის პარალელურად უნივერსიტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ბრიტანეთის სამართლის ცენტრის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა შეხვედრაში, რომელიც გაიმართა ვილნიუსის უნივერსიტეტში და ლიტვის სააპელაცია სასამართლოში. მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები. პროექტი დაფინანსდა ბრიტანეთის სამართლის ცენტრის მიერ. უნივერსიტეტის გუნდის მონაწილეობის ხარჯები უზრუნველყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა.

საკონტაქტო პირი: ნინო ქემერტელიძე 877 53 86 26 ninokeme@yahoo.com
გაზიარება
დაბეჭდვა
 
 
 
 
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
10922950

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By