ალმა მატერი და Erasmus Mundus (ერაზმუს მუნდუსი)

2012 წლიდან გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი არის კონსორციუმის წევრი, რომელმაც გაიმარჯვა ევროკავშირის პროექტშიErasmus Mundus (ერაზმუს მუნდუსი)  - მეზობელი აღმოსავლეთ რეგიონების ინტეგრაცია უმაღლესი განათლების კოოპერაციით“ (EMINENCE). პროექტში მონაწილეობს პოლონეთის, საფრანგეთის, შვედეთის, პორტუგალიის, იტალიის, უკრაინის, ბელორუსიის, მოლდავეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს უნივერსიტეტები.

 

2013 წლის ივლისში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა კვლავ გაიმარჯვა ევროკავშირის პროექტში “Erasmus Mundus (ერაზმუს მუნდუსი) - მეზობელი აღმოსავლეთ რეგიონების ინტეგრაცია უმაღლესი განათლების კოოპერაციით 2“ (EMINENCE II). პროექტში მონაწილეობს პოლონეთის, ესპანეთის, შვედეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, უკრაინის, ბელორუსიის, მოლდავეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს უნივერსიტეტები.

 

აღნიშნული პროექტები საშუალებას აძლევს სტუდენტებს ჩაერთონ გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში, განახორციელონ საერთაშორისო მობილობა ანუ ისწავლონ ევროპის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, დააგროვონ კრედიტები და შეიძინონ ახალი გამოცდილება.

 პროგრამაში შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის II და III დონის სტუდნეტებმა,  სამაგისტრო პროგრამის I დონის სტუდენტებმა, სადოქტორო პროგრამის I და II დონის სტუდენტებმა. აგრეთვე, აკადემიურ პერსონალს.

 ამასთანავე, პროექტის ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსტეტი უმასპინძლებს პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებს. მათ შესაძლებლობა ეძლევათ ისწავლონ შემდეგი აკადემიური პროგრამებით:

 

ბაკალავრიატი:

  • ბიზნესის ადმინისტრირება
  • ინგლისური ფილოლოგია
  • სტომატოლოგია

 

 

მაგისტრატურა:

  • ბიზნესის ადმინისტრირება
  • სისხლის სამართალი, კრიმინოლოგია
  • სამოქალაქო სამართალი

 

 

დოქტორანტურა:

  • სისხლის სამართალი, კრიმინოლოგია
  • სამოქალაქო სამართალი
  • პოლიტიკური მეცნიერებები
  • ფილოსოფია
  • ბიზნესის ადმინისტრირება

 

 

აღნიშნული პროექტები დაფინანსებულია ევროკომისსის მიერ Erasmus Mundus (ერაზმუს მუნდუსის)  პროგრამის ფარგლებში

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11261848

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By