2012 წლის 15 ნოემბერი

 

ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

 

"ადგილი და იდენტობა"

 

 

2012 წლის 15 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით „ადგილი და იდენტობა“, რომელმაც შეაჯამა 2012 წლის ზაფხულში პირიქითა ხევსურეთში ჩატარებული სამეცნიერო-კვლევით ექსპედიციის შედეგები. 

 

ღონისძიებაზე ექსპედიციის ხელმძღვანელმა (ასისტენტ-პროფ. გიორგი თავაძე) და ექსპედიციის მონაწილე სტუდენტებმა (შალვა ბახსოლიანი, გიორგი ბერელიძე, ნინო მამამთავრიშვილი, მაჩაბელი მეგი, ხაჩიძე სალომე, ხუცინაშვილი ლევანი, ხუბუტია შორენა) ისაუბრეს საკუთარი გამოცდილების შესახებ, ხოლო ექსპედიციის კოორდინატორებმა (პროფ. თენგიზ ირემაძე, პროფ. დოდო ლაბუჩიძე, პროფ. მიხეილ გოგატიშვილი) შეაფასეს ექსპედიციის შედეგები. ღონისძიებაზე, ასევე, მოხდა ექსპედიციის მუშაობის ამსახველი დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11262602

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By