სასწავლო ტური ბერლინში

დეკანის მიმართვა

მოგესალმებით საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის ვებ-გვერდზე ჩვენი სკოლის სტუდენტებს და აბიტურიენტებს, რომლებიც აპირებენ თავიანთი სტუდენტური ცხოვრება დაუკავშირონ ჩვენს უნივერსიტეტს და ყველას, ვისაც აინტერესებს ჩვენი სკოლის საბაკალავრო პროგრამა და საუნივერსიტეტო ცხოვრება.

 

ჩვენი სკოლა საკმაოდ ახალბედაა. მისი შექმნა განაპირობა იმ გამოწვევებმა, როგორიცაა ქვეყნის სამართლებრივი და დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პერსპექტივა, ეს კი საქართველოში საჯარო ადმინისტრაციის რეფორმის აუცილებლობას იწვევს. რეფორმის პროცესებში მონაწილეობით გვეძლევა შანსი, ერთად შევიტანოთ წვლილი საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების საქმეში. სწორედ ამ მიდგომამ განსაზღვრა საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის ფორმირების აქტუალობა.

 

სკოლის შექმნას საფუძვლად უდევს უნივერსიტეტის 20 წლიანი გამოცდილება და უკანასკნელ პერიოდში, ცნობილი მეცნიერების, ცალკეული დარგების წამყვანი სპეციალისტებისა და პრაქტიკოსი მუშაკების მონაწილეობით, უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობის სრულყოფისათვის განხორციელებული რეფორმები.

 

უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის საბაკალავრო აკადემიური პროგრამა თავისი სტრუქტურით ერთ-ერთი უნიკალურია ქართულ საგანამანთლებლო სივრცეში.

 

საბაკალავრო პროგრამა შეიქმნა საქართველოში არსებული პროგრამებისა და გამოცდილების ანალიზისა და საერთაშორისო გამოცდილების შესწავლის საფუძველზე. მის შექმნაში მონაწილეობდნენ, როგორც ჩვენი აკადემიური პერსონალი, ასევე, უცხოელი კოლეგები, დამსაქმებლები და წარმატებული კურსდამთავრებულები.

 

პროგრამით გათვალისწინებულია თანამშრომლობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში. ეს ყველაფერი კი არის პროგრამის წარმატებით განხორციელების მნიშვნელოვანი გარანტი.

 

უნივერსიტეტში შექმნილი თანამედროვე სასწავლო გარემო და ევროპული სტანდარტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არის აუცილებელი წინაპირობა თქვენი, როგორც საერთაშორისო მოთხოვნების შესატყვისი საჯარო მოხელეების მოსამზადებლად.

 

გისურვებთ წარმატებებს!

კეთილი სურვილებით,

სკოლის დეკანი

 

ანა ფირცხალაშვილი

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11356661

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By