კრიმინალისტიკის სკოლის მიზანია შექმნას ადეკვატური გარემო, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროფესიონალი კრიმიანლისტებისა და დეტექტივების აღსაზრდელად.
სკოლა ახორციელებს კრიმიანლსიტის პროფესიულ პროგრამას და მოკლევადიან პროფესიული გადამზადების კურსებს კრიმიანლისტიკის სფეროში.
ქვეყნის სამართალდამცავი და სასამართლო სისტემა ახალი გამოწვევების წინაშე დგას, პროფესიონალი დეტექტივი და კრიმინალისტი, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან თანამედროვე ცოდნითა და უანრ-ჩვევებით, რთული მოსაძიებელია.
სწორედ ამიტომ, კრიმინალისტიკის პროგრამა მიზნად ისახავს მოამზადოს სპეციალისტები ცოდნაზე დაფუძნებული შრომის ბაზრის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ამ მიმართებით დაგროვილი უნიკალური პროფესიული გამოცდილებისა და თეორიული ცოდნის გაანალიზების მეშვეობით.
საყოველთაოდ ცნობილია ჩვენი კრიმინალისტიკის ლაბორატორიული ცენტრი, რომლის ანალოგი დღესაც არ არის საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში. იგი აღჭურვილია FBI სტანდარტების შესაბამისი მატერაილურ-ტექნიკური ბაზით, ჩვენ სიამოვნებით ვუთმობთ ამ ცენტრის რესურსებს სხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებსაც.
სკოლის უნიკალურობას, გარდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა, ასევე, განსაზღვრავს მისი პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც გარდა თეორიული ცოდნისა, აღჭურვილნი არიან სამართალდამცავ სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით. პროგრამას ხელმძრვანელობს FBI-ს სერტიფიცირებული ტრენერი, სრული პროფესორი გია დეკანოზიშვილი.