გადაცემაში „ჩვენი დილა“
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში - კრიმინალისტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი პროფესორი გია დეკანოზიშვილი

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები

პროგრამა ხორციელდება 3 საფეხურად:

 

 

 

პროგრამის ფარგლებში სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა დაეუფლოს კრიმინალისტის პროფესიის შემდეგ ასპექტებს: შემთხვევის ადგილის ნახაზის აგება, კვალის აღმოჩენა, ფიქსირება, შეფუთვა, პროცესუალურად გაფორმება, ფოტოგრაფირება, ვიდეო გადაღება და ა.შ.

 

  • კრიმინალისტი IV საფეხური - სწავლის ხანგრძლივობა 1 წელი; პროგრამაზე სწავლის უფლება აქვთ სრული ზოგადი განათლების მქონე ნებისმიერი ასაკის პირებს, რომელთაც აქვთ კრიმინალისტის  III საფეხურის პროფესიული კვალიფიკაციის დიპლომი.

 

პროგრამა მოიცავს კრიმინალისტის სპეციალობის სრულ კურსს. კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერება; ყველა სახის ნივთმტკიცების (ბალისტიკური, ქიმიური, ბიოლოგიური და ა.შ.) ამოღება, აღწერა, შეფუთვა, მარკირება; საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება; სასამართლოსთან ურთიერთობა

 

 

  • კრიმინალისტი (კრიმინალისტ-დეტექტივი) V საფეხური - სწავლის ხანგრძლივობა 1 წელი; პროგრამაზე სწავლის უფლება აქვთ სრული ზოგადი განათლების მქონე ნებისმიერი ასაკის პირებს, რომელთაც აქვთ კრიმინალისტის  III  და IV საფეხურის პროფესიული კვალიფიკაციის დიპლომები.

 

 

პროგრამის ფარგლებში სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა ჩამოყალიბდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, მენეჯერული უნარ-ჩვევებით აღჭურვილ კრიმინალისტ-დეტექტივად. პროგრამის ფარგლებში დამატებით შეისწავლება: საგამოძიებო, დაკითხვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ფსიქოლოგია; ლიდერობის ხელოვნება; ცეცხლსასროლ იარაღთან ურთიერთობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება; დეტექტივის (გამომძიებლის) პროფესია და ა.შ.

 

ყოველი საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა წარმოადგენს დამოუკიდებელ ერთეულს, რომელის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ შესაბამისი საფეხურის სახელმწიფოს მიერ აღიარებულ, აკრედიტირებულ დიპლომს.

 

ერთი წლის სწავლის საზღაური თითოეულ პროგრამაზე შეადგენს 1700 (ათას შვიდასი) ლარს.

 

პროგრამაზე ჩრიცხვის მსურველებმა ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრულ ვადებში  უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

 

 

  • საშუალო სკოლის ატესტატი (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • 9 კლასის ატესტატი ან ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან (მხოლოდ მესამე საფეხურზე სწავლის მსურველებისთვის);
  • სამხედრო ბილეთი ან მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის)
  • 2 ფოტოსურათი (3X4), CD დისკთან ერთდ;
  • აპლიკაციის ფორმა (ივსება ადგილზე);
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • არასრულწლოვნობის შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენელის (მშობლის) პირადობის მოწმობის ასლი (რეგისტრაცია ხორციელდება კანონიერ წარმომადგენელთან ერთად).

 

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
10933662

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By