გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს სასერტიფიკატო პრაქტიკულ კურსს კრიმინალისტიკაში.
კურსი მოიცავს:
** სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების სპეციფიკას
** მტკიცებულებათა მოპოვების თავისებურებებს
** ექსპერტოლოგიას - კრიმინალისტიკაში გამოყენებული ექსპერტიზის სახეებს.
ტრენინგები წარიმართება FBI-ის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ, უნივერსიტეტის კრიმინალისტიკურ ლაბორატორიაში. კურსს წარუძღვება კრიმინალისტიკის პროფესორი გია დეკანოზიშვილი.
კურსის დასრულების შემდგომ გაიცემა სერტიფიკატი.
კურსის ღირებულებაა 630 ლარი, 30%-იანი ფასდაკლებით 440 ლარი.
სასერტიფიკატო პროგრამის მოცულობა განისაზღვრება 1 თვის ვადით. პრაქტიკული მეცადინეობები წარიმართება კვირაში სამჯერ 3 საათის ხანგრძლივობით. შეხვედრის საათები დგინდება ჯგუფის ფორმირების შემდგომ, მონაწილეთა ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით.
საკონტაქტო პირი: ლალი ციხისელი
lali.cikhiseli@gruni.edu.ge
ტელ: 0322384406
http://www.gruni.edu.ge