ENG
აქტივობის სახე: სტუდენტთა უნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: თანამედროვე ბიოტექნოლოგიები მედიცინაში
თარიღი და დრო: 12/06/2014 - 12:01 / ხუთშაბათი
დეტალები:

2014 წლის 12 ივნისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა უნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: თანამედროვე ბიოტექნოლოგიები მედიცინაში. კონფერენციაში მონაწილეობდნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი „გორგასალის“ სტუდენტები. წარმოდგენილი იყო 12 მოხსენება, სადაც საინტერესოდ იყო განხილული თანამედროვე ბიოლოგიური მეთოდების საფუძვლები და მედიცინაში მათი გამოყენებით მიღწეული შედეგები. თითოეული მოხსენების შემდეგ მომხსენებლები პასუხობნენ დასმულ შეკითხვებს, იმართებოდა დისკუსია და აქტიურ კამათში სტუდენტები ცდილობდნენ ამ რთული და პერსპექტიული მეთოდების არსის სიღრმისეულ გარკვევას.

 

კონფერენციას ესწრებოდნენ როგორც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ასევე სხვა უნივერსიტეტებიდან მოწვეული სტუმრები.

 

წარმოდგენილი ნაშრომები სრულიად აკმაყოფილებდა სტუდენტთა მონაწილეობისათვის წაყენებულ მოთხოვნებს. კონფერენციის მუშაობა შეაჯამეს პროფესორებმა გოგი ბატიაშვილმა და მარინა შაქარაშვილმა. მონაწილე 17 მომხსენებელს და მათ შორის გამოვლენილ გამარჯვებულებს გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატები.

 

პროგრამა იხილეთ აქ

საკონტაქტო პირი: მაია არაბული, 599 13 25 16; maia.arabuli@gmail.com
გაზიარება
დაბეჭდვა
 
 
 
 
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
14838163

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By