ENG
აქტივობის სახე: სტუდენტების მონაწილეობა საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში
თარიღი და დრო: 21/12/2014 - 14:00 / კვირა
დეტალები:

საერთაშორისო ახაგაზრდული ორგანიზაცია აისეკ საქართველოს ლოკალურმა კომიტეტმა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა წარმატებით განახორციელეს პარტნიორული შეთანხმება, რაც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში ჩართულობას ეხება.

 

რამდენიმე შესარჩევი ეტაპისა და კონკურსის შედეგად შეირჩა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა  სკოლის სტუდენტი თამთა დენტოშვილი, რომელმაც 2014 წლის 9 ნოემბრიდან 6 კვირის განმავლობაში სტაჟირება გაიარა იტალიის ქალაქ ტურინში. პროექტის ფარგლებში იგი მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში "Help to Help", სადაც ეწეოდა სხვადასხვა ადმინისტრაციულ საქმიანობას.

 

სტუდენტის პროექტში მონაწილეობის ხარჯები უზრუნველყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა, ხოლო საცხოვრებელი და კვება უზრუნველყო აისეკმა.

 

თამთა დენტოშვილის შთაბეჭდილებები იხილეთ აქ

საკონტაქტო პირი: ნინო ქემერტელიძე 877 53 26 86 n.kemertelidze@gruni.edu.ge
გაზიარება
დაბეჭდვა
 
 
 
 
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
15343726

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By