ENG
აქტივობის სახე: ევრაზიის ფორუმი სამართალსა და ეკონომიკაში, EFLE 2015
თარიღი და დრო: 21/02/2015 - 12:00 / შაბათი
დეტალები:

2015 წლის 19-21 თებერვალს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, ევროპული სამეცნიერო ინსტიტუტისა და აზორეს უნივერსიტეტის (პორტუგალია) ურთიერთთანამშრომლობით ჩატარდა ევრაზიის ფორუმი სამართალსა და ეკონომიკაში, EFLE 2015.

 

ფორუმი გახსნა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ. გახსნის ცერემონიალზე აგრეთვე სიტყვით გამოვიდნენ ევროპული სამეცნიერო ინსტიტუტის პრეზიდენტი იოვან შოპოვსკი და ინსტიტუტის წარმომადგენელი დეჯან მაროლოვი.

 

ფორუმის მუშაობაში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ სამართლისა და ეკონომიკის სფეროში მოღვაწე გამოჩენილი მეცნიერები იაპონიიდან, პოლონეთიდან, უნგრეთიდან, რუსეთიდან, ლიტვიდან, კოსოვოდან, ხროატიიდან, სომხეთიდან, ირანიდან და სხვ.

 

აღნიშნული ფორუმი აღსანიშნავი იყო არა მარტო იმით, რომ მასში მოსაწილეობა მიიღეს მრავალი ქვეყნის წარმომადგენლებმა, არამედ იმითაც, რომ მეცნიერ-მკვლევარებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ სამართლისა და ეკონომიკის სფეროს მიღწევებს, ერთმანეთისთვის გაეზიარებინად საკუთარი კვლევების შედეგები და გამოცდილება.

 

ფორუმი ძალზე წარმატებული იყო. ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.

 

 

პროგრამა იხილეთ აქ

 

 

საკონტაქტო პირი: ნინო ქემერტელიძე n.kemertelidze@gruni.edu.ge 577 53 86 26 ჯოვან შოპოვსკი - ევროპული სამეცნიერო ინსტიტუტი jovanpraven@yahoo.com
გაზიარება
დაბეჭდვა
 
 
 
 
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
14838500

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By