ENG
აქტივობის სახე: შეხვედრა დამსაქმებლებთან
თარიღი და დრო: 06/03/2015 - 15:00 / პარასკევი
დეტალები:

6 მარტს, 17:00 საათზე უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში შედგა შეხვედრა უნივერსიტეტის პოტენციურ პარტნიორ-დამსაქმებლებთან, საქართველოში წამყვანი ადგილობრივი კომპანიების ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან.

 

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს თი-ბი-სი ბანკის, სადაზღვეო კომპანია „ალდაგის“, „ჯი-პი-აი“-ის, „იმედი-ელ“-ის, პროკრედიტ ბანკის, ახალგაზრდა იურისტთა, „ელსა“-ს და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

 

აღნიშნული ღონისძიების მიზანი იყო არსებულ კომპანიებთან ურთიერთანამშრომლობის გაღრმავება და უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმების, მათი კარიერული წინსვლის ოპტიმალური ვერსიების შემუშავებისა და შემდგომი საქმიანობის დაგეგმვა.

სტუმრებს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის სკოლების დეკანებმა.

 

შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა დაათვალიერეს ახალი შენობა და ატრიუმში დაესწრნენ მათთვის მიძღვნილ საღამოს.

საკონტაქტო პირი: ქეთევან კიტოვანი k.kitovani@gruni.edu.ge; ტელ. 2 384 406; თამარ თავხელიძე t.tavkhelidze@gruni.edu.ge
გაზიარება
დაბეჭდვა
 
 
 
 
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
14822164

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By