ENG
აქტივობის სახე: ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და სსიპ - რელიგიის საკითხებში სახელმწიფო სააგენტოს შორის
თარიღი და დრო: 03/04/2015 - 16:00 / პარასკევი
დეტალები:

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

 

1. მხარეები მიზნად ისახავენ ხელი შეუწყონ რელიგიათა მეცნიერულ შესწავლასა და საქართველოს სახელმწიფოს   მწყობრი რელიგიური პოლიტიკის შემუშავებას, რისთვისაც სააგენტო და უნივერსიტეტი:

ა) განახორციელებენ ერთობლივ სამეცნიერო და კვლევით პროექტებსა და პროგრამებს, მათ შორის, საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებს, საზოგადოების რელიგიური განწყობების შესასწავლად და რელიგიის სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად;

ბ) განახორციელებენ დაინტერესებული ჯგუფების, მათ შორის, სააგენტოს თანამშრომლებისა და უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის,  ერთობლივ სემინარებსა და ტრენინგ პროგრამებს. სააგენტოს შესაძლებლობების გათვალისწინებით უზრუნველყოფენ უნივერსიტეტის სტუდენტთა სტაჟირებას სააგენტოს შესაბამის სამსახურებში;

გ) ითანამშრომლობენ უნივერსიტეტთან რელიგიათმცოდნეობის, რელიგიისა და პოლიტიკის, რელიგიის სამართლის აკადემიური პროგრამებისა და სასწავლო-თეორიული ლიტერატურის შემუშავების საქმეში;

დ) უნივერსიტეტი არსებული კანონმდებლობისა და ამ მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში გაითვალისწინებს სააგენტოს  ინტერესებსა და ინიციატივებს აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების საქმეში; 

ე) ითანამშრომლობენ სამეცნიერო-კვლევით, საგანმანათლებლო-აკადემიურ და საექსპერტო პროექტების ფარგლებში საერთაშორისო ინსტიტუტებისა და უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით;

ვ) უზრუნველყოფენ ერთობლივად დონორების მოზიდვას საერთო პროექტებისა და პროგრამების განსახორციელებლად;

ზ) სტუდენტების ცნობიერების ამაღლების მიზნით უზრუნველყოფენ საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენელთა ჩართულობას რელიგიის თემატიკასთან დაკავშირებულ საუნივერსიტეტო პროექტებში;

თ) საერთო მიზნებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფენ საერთო სასწავლო, საექსპერტო და კვლევითი ცენტრების ჩამოყალიბებას;

ი) უნივერსიტეტი საკუთარი აკადემიური ბაზისა და პერსონალის მეშვეობით ხელს შეუწყობს სააგენტოს პოლიტიკისა და საქმიანობის პროფესიულ მხარდაჭერას.

 

მემორანდუმი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ახალ კამპუსში გაფორმდა და შეხვედრამ სასიამოვნო გარემოში ჩაიარა. 

 

 

საკონტაქტო პირი: დავით სარიშვილი; d.sarishvili@gruni.edu.ge
გაზიარება
დაბეჭდვა
 
 
 
 
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
14822554

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By