ENG
აქტივობის სახე: ტრეინინგი პრეზენტაციის ხელოვნებაში
თარიღი და დრო: 01/05/2015 - 15:00 / პარასკევი
დეტალები:

1 მაისს, 15:00 საათზე, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა ტრეინინგი პრეზენტაციის ხელოვნებაში. ტრეინინგის საკითხები იყო:

o გენეტიკა და შეძენილი უნარები;
o ადამიანისა და სხეულის ენა;
o ვიზუალური ეფექტების მნიშვნელობა;
o სად ვეძებოთ წარმატების მოტივატორები;

 

"პრეზენტატორიუმი" პრეზენტატორთა კლუბია, რომლის მთავარი მიზანი მომსახურების გაუმჯობესება, ადამიანის უნარების უკეთესობისაკენ შეცვლაა. საზოგადოების დიდ ნაწილს უჭირს საკუთარი თავისა და მათ გარშემო არსებული პროდუქტის წარმოჩენა-რეალიზება. არსებობს კომპლექსები, შიშები, საფრთხეები, რომელთა გადაჭრაც შესაძლებელია. ტრეინინგზე სტუდენტებს საშუალება მიეცათ, გაეუმჯობესებინათ უნარები, რომლებიც სათქმელის გამოხატვას უადვილებს ადამიანს და პრეზენტაციას უფრო ეფექტურს ხდის.

 

ტრენერი: გიორგი ლიპარიშვილი Presentatorium-ის ერთერთი დამფუძნებელი, ჟურნალისტი.

 

ტრეინინგმა წარმატებით ჩაიარა და სტუდენტებმა სურვილი გამოთქვეს, რომ კვლავ გაიმართოს მსგავსი ტიპის ტრეინინგი, რათა უფრო სიღრმისეულად მოისმინონ კონკრეტული საკითხები.

საკონტაქტო პირი: დავით სარიშვილი; d.sarishvili@gruni.edu.ge
გაზიარება
დაბეჭდვა
 
 
 
 
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
14852632

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By