ENG
აქტივობის სახე: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი დარგის ლიდერია
თარიღი და დრო: 07/07/2015 - 14:00 / სამშაბათი
დეტალები:

სპეციალური კვლევის შედეგების მიხედვით, ნაციონალური ბიზნესრეიტინგების საორგანიზაციო საზოგადოების გადაწყვეტილებით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აღიარებულ იქნა დარგის ლიდერად და გადაეცა ოქროთი დაფერილი მედალი „2015 წლის დარგის ლიდერი“.

 

სახელობითი ორდენი - „ეკონომიკის ვარსკვლავი“ მიენიჭა უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ მამუკა თავხელიძეს. „2015 წლის სპეციალისტის“ ნაციონალური სერტიფიკატი და სამკერდე სახელობითი მედალი, „პროფესიული დამსახურებისათვის“ გადაეცათ უნივერსიტეტის ღვაწლმოსილ თანამშრომლებს.

 

აღნიშნული ჯილდო გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის კიდევ ერთი აღიარებაა და ის თანაბრად ეკუთვნის ყველა სტუდენტსა და თანამშრომელს.

 

ადმინისტრაცია და სტუდენტური თვითმმართველობა ულოცავს უნივერსიტეტის თითოეულ წევრს საყოველთაო აღიარებას და უსურვებს ახალ წარმატებებს ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში.

საკონტაქტო პირი: დავით სარიშვილი; d.sarishvili@gruni.edu.ge
გაზიარება
დაბეჭდვა
 
 
 
 
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
15210311

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By