ENG
აქტივობის სახე: ერაზმუს მუნდუსის (Erasmus Mundus) გაცვლითი პროგრამის EMINENCE და EMINENCE II პროექტებში გამარჯვებული სტუდენტები დაბრუნდნენ მშობლიურ უნივერისტეტში
თარიღი და დრო: 16/07/2015 - 14:00 / ხუთშაბათი
დეტალები:

ერაზმუს მუნდუსის (Erasmus Mundus) გაცვლითი პროგრამის EMINENCE და EMINENCE II პროექტებში გამარჯვებული სტუდენტები - ლუკა ხაჩიძე, ნათია გამყრელიძე, ანა ფაცაცია, სალომე წულაძე - 2015 წლის ივლისს დაბრუნდნენ მშობლიურ უნივერისტეტში. მათ 10 თვის განმავლობაში მასპინძლობა გაუწია ევროპის სამმა წამყვანმა უნივერსიტეტმა - ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტი (პოლონეთი), მალმოს უნივერსიტეტი (შვედეთი), როვირა ივირხილის უნივერსიტეტი (ესპანეთი).

 

სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტებს გადაეცათ სერთიფიკატები. უცხოეთში დაგროვილი ქულები აღიარა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა.

 

სტუდენტების სწავლა, მგზავრობა და ცხოვრება დააფინანსა პროექტმა.

 

აღნიშნულმა პროექტმა სტუდენტებს შესძინა ახალი გამოცდილება, ახალი ცოდნა, ახალი მეგობრები. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში პოლონეთში იმყოფება სოციალური და ჰუმანიტარული სკოლის დოქტორანტი გიორგი ხუროშვილი, რომელსაც პროექტში მონაწილეობის ვადა გაუგრძელდა ერთი წლით.

 

უნივერსიტეტის ადმინისტრაცია პროექტში მონაწილეებს ულოცავს საერთაშორისო მობილობის მაღალი აკადემიური შედეგებით დასრულებას და იმედს გამოთქვამს, რომ სტუდენტთა ახალი ნაკადი, რომელიც მ/წ სექტემბერში გაემგზავრება ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში, ასევე წარმატებით დაბრუნდება მშობლიურ უნივერსიტეტში.

 

სტუდენტების შტაბეჭდილებები იხილეთ აქ:

ნათია გამყრელიძე

სალომე წულაძე

ანა ფაცაცია

ლუკა ხაჩიძე

საკონტაქტო პირი: ნინო ქემერტელიძე 577 538626; n.kemertelidze@gruni.edu.ge
გაზიარება
დაბეჭდვა
 
 
 
 
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
10892840

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By