ENG
აქტივობის სახე: ევრაზიის მესამე მულტიდისციპლინარული ფორუმი, EMF 2015
თარიღი და დრო: 20/10/2015 - 10:00 / სამშაბათი
დეტალები:

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტის (მაკედონია) ურთიერთთანამშრომლობით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ახალ კამპუსში ჩატარდა ევრაზიის მესამე მულტიდისციპლინარული ფორუმი.

 

ფორუმი გახსნეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ და ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტის პრეზიდენტმა იოვან შოპოვსკიმ.

 

ფორუმის მუშაობაში, ქართველ მეცნიერებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს მეცნიერების სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მსოფლიოს გამოჩენილმა მკვლევარებმა ამერიკის შეერთებული შტატებდან, ჩეხეთიდან, პერუდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და სხვ.

 

ფორუმის ფარგლებში გაიმართა სექციური მუშაობა.

 

წლევანდელი ფორუმი აღსანიშნავი იყო არა მარტო იმით, რომ მასში მონაწილეობა მიიღეს მრავალი ქვეყნის წარმომადგენლებმა, არამედ იმითაც, რომ მეცნიერ-მკვლევარებს შესაძლობლობა მიეცათ გაცნობოდნენ მეცნიერების სხვადასხვა სფეროს მიღწევებს, გაეზიერებინად ერთმანეთისთვის საკუთარი კვლევების შედეგები და გამოცდილება.

 

ფორუმის დასრულების შემდეგ დაისახა თანამშრომლობის პერსპექტივები გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და უცხოეთის უნივერსიტეტებს შორის.

 

პროგრამა

 

 

საკონტაქტო პირი: ნინო ქემერტელიძე n.kemertelidze@gruni.edu.ge 577 53 86 26 ჯოვან შოპოვსკი - ევროპული სამეცნიერო ინსტიტუტი contact@emforum.eu
გაზიარება
დაბეჭდვა
 
 
 
 
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
14852690

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By