ENG
აქტივობის სახე: დოქტორი იენს დეპე და პროფესორი მარაიკე შმიდი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ
თარიღი და დრო: 18/11/2015 - 15:00 / ოთხშაბათი
დეტალები:

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების, სამართლის რეფორმის პროგრამის ხელმძღვანელს, დოქტორ იენს დეპეს და ჰამბურგის სამართლებრივი დიდაქტიკის ინსტიტუტის მკვლევარს, პროფესორ მარაიკე შმიდს შეხვდნენ.

 

სტუმრებმა ისაუბრეს გერმანიაში იურიდიული სწავლების საკანონმდებლო რეგულაციებზე, გერმანულ უნივერსიტეტებში სამართლის სწავლების მეთოდიკასა და სამართლებრივი დიდაქტიკის პრობლემურ საკითხებზე.

 

შეხვედრა ინტერაქტიურ ფორმატში წარიმართა. სტუმრებმა უპასუხეს დასმულ შეკითხვებს და პარალელები გაავლეს სამართლის სწავლების ქართულ მიდგომებთან.

 

პროფესორ–მასწავლებლებმა და სტუდენტებმა გერმანელ სტუმრებს საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადეს.

საკონტაქტო პირი: ირინა კობახიძე; irina.kobakhidze@gruni.edu.ge; 568 67 60 22
გაზიარება
დაბეჭდვა
 
 
 
 
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11272492

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By