ENG
აქტივობის სახე: დასრულდა მე-5 ბიზნეს ოლიმპიადა
თარიღი და დრო: 14/07/2009 - 12:18 / სამშაბათი
დეტალები:

გრიგოლ რობაქიძის სახელობის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის სტუდენტები მოხვდნენ ბიზნეს ოლიმპიადის გამარჯვებულთა პირველ ოცეულში
 
დასრულდა მე-5 ბიზნეს ოლიმპიადა (შეგახსენებთ, რომ ბიზნეს ოლიმპიადის ორგანიზატორია “MARNET Associates”, ხოლო თანაორაგნიზატორი სხვადასხვა ორგანიზაციები და უნივერსიტეტები, მათ შორის  გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი), რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის სტუდენტები.
მე-5 ბიზნეს ოლიმპიადაში მონაწილეობდა 200 სტუდენტი. ოლიმპიადის დასრულების შემდეგ განაწილდა ადგილები და შესაბამისად გამოვლინდა გამარჯვებული ოცეული.
პირველ და მეორე ადგილზე გავიდნენ ISET-ის მაგისტრანტები, ხოლო მეხუთე ადგილზე გავიდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ბაკალავრიატის I დონის სტუდენტი გიორგი ქობალია.
ოცეულში ასევე მოხვდნენ გრ. რობაქიძის სახელობის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის II დონის სტუდენტები ია ჯიქია, სანდრო ბოჭორიშვილი, ლევან გუგუშვილი, გიორგი მარგველაშვილი, რომლებმაც შესაბამისად დაიკავეს მეთხუტმეტე, მეთექსვმეტე, მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე ადგილები.
ოცივე გამარჯვებული მიიღებს სერტიფიკატს.

 

გაზიარება
დაბეჭდვა
 
 
 
 
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
14817680

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By