ENG
აქტივობის სახე: AIESEC
თარიღი და დრო: 01/05/2009 - 12:00 / პარასკევი
დეტალები:

2009 წლის 27 მარტს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა დაიწყო პარტნიორული თანამშრომლობა AIESEC–თან საქართველოში და შეუერთდა AIESEC–ის გლობალურ ქსელს, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანას და 1800 უნივერსიტეტს.
AIESEC – მსოფლიოში უდიდესი ახალგაზრდული ორგანიზაციაა, რომლის მიზანია წარმოაჩინოს და განავითაროს ახალგაზრდების ინტელექტუალური პოტენციალი, ხელი შეუწყოს ლიდერობის სოციალური პასუხისმგებელობის გააზრებას ახალგაზრდებს შორის, შესაბამისი თვისებების განვითარებას და მომავალ საქმიანობაში გამოყენებას.  AIESEC–ის საქმიანობა ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს – ლიდერობის გააქტიურება, ერთიანობის დემონსტრირება, სწრაფვა სრულყოფილებისაკენ.
 
AIESEC საქართველოში ორგანიზაციას უკეთებს სხვადასხვა საქმიანობას მთელი წლის განმავლობაში და ახორცილებს პრობლებაზე დაფუძნებულ პროექტებს როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. AIESEC–ის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს გაცვლითი პროგრამები, კონფერენციები, სემინარები. ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისათვის.
 
AIESEC–ის საქართველოში პარტნიორობით, გრიგოლ რობაქიძისა სახელობის უნივერსიტეტი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ იგი არის ორიენტირებული სტუდენტების პროფესიულ განვითარებაზე და აძლევს მათ შესაძლებლობას მიიღონ გამოცდილება, იყვნენ ლიდერები ორგანიზაციაში, გაიაზრონ თავიანთი როლი საზოგადოებაში, იყვნენ მულტიკულტურული გარემოს ნაწილი და ინოვაციური იდეების ინიციატორები.
 
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად AIESEC–ის სტაჟირებებისა და კონფერენციების შესახებეწვიეთ შემდეგ ვებ-გვერდს:
AIESEC საქართველოში: http://www.aiesec.ge/
ელ-ფოსტა:  info@aiesec.ge
ტელ./ფაქსი: +995 32 2312 100 (დამატება 142)
მისამართი: ვაჟა ფშაველას გამზირი 40, თბილისი, საქართველო

 

გაზიარება
დაბეჭდვა
 
 
 
 
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
15210145

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By