ENG
აქტივობის სახე: დავით კვინიკაძე შესახებ
თარიღი და დრო: 04/07/2008 - 13:18 / პარასკევი
დეტალები:

2008 წლის აპრილში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტმა დავით კვინიკაძემ, რომელიც სწავლას აგრძელებს ბუდაპეშტის ბიზნესის საერთაშორისო სკოლაში ოქსფორდის სამაგისტრო პროგრამით, მონაწილეობა მიიღო სტრატეგიულ თამაშებში. ეს თამაშები ფართოდაა გავრცელებული  მსოფლიოს უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში.
 
ამ ქსელში  გაერთიანებულია მსოფლიოს 200-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტი. თამაშს აკონტროლებს ერთ-ერთი უნივერსიტეტი, რომელიც  აფასებს  შედეგებს. 2008 წელს ბუდაპეშტის ბიზნესის საერთაშორისო სკოლიდან მონაწილეობა მიიღო 12 გუნდმა. თითოეული მათგანი დაკონპლექტებული იყო 4 მოთამაშით. გუნდმა, რომელშიც დავით კვინიკაძე მონაწილეობდა გაიმარჯვა ბუდაპეშტის ბიზნესის საერთაშორისო სკოლაში და მსოფლიოს მასშტაბით გავიდა 30-ე ადგილზე, რაც საკმაოდ მაღალი შედეგია. ამასთან დაკავშირებით დავით კვინიკაძემ მიიღო შესაბამისი სერთიფიკატი.
 
ცნობისათვის დავით  კვინიკაძე არის პირველი სტუდენტი, რომელიც გაიგზავნა ბუდაპეშტში ერთობლივი ბრიტანულ-ქართულ-უნგრული  პროგრამის ფარგლებში.

გაზიარება
დაბეჭდვა
 
 
 
 
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
15210030

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By