ENG
აქტივობის სახე: ახალი კურსი შენს უნივერსიტეტში
თარიღი და დრო: 16/09/2011 - 13:31 / პარასკევი
დეტალები:

„დემოკრატია და მოქალაქეობა“

სამოქალაქო განათლების საუნივერსიტეტო კურსი ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. 

კურსის მიზანი 

სტუდენტები გამოიმუშავებენ სააზროვნო უნარებს, საბაზისო სამოქალაქო ჩვევებსა და  განწყობა-დამოკიდებულებებს, რაც ხელს შეუწყობს მათ ინფორმირებულ და პასუხისმგებლობით აღჭურვილ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. 

აღნიშნული მიზნის მისაღწევად, კურსი ორიენტირებულია როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავებაზე, ისე მის პრაქტიკაში რეალიზებაზე.

 

კურსის სტრუქტურა და შინაარსი 

კარი 1: სახელმწიფო მართვის სისტემა

კარი 2: ადამიანის უფლებები

კარი 3: სამოქალაქო საზოგადოება

კარი 4: დემოკრატია და მოქალაქის თანამონაწილეობა 

კურსის განმავლობაში ძირითადი დავალების სახით სტუდენტებს მოეთხოვებათ მცირე ჯგუფებში (3–4 სტუდენტი) კვლევითი პროექტების განხორციელება. საბოლოო შეფასება განხორციელდება პროექტის შესახებ ჯგუფური პრეზენტაციის, ერთობლივი ნაშრომის და ინდივიდუალური ანალიზის (რეფლექსიის) საფუძველზე.

კურსის მანძილზე განხორციელდება სტუდენტების შუალედური შეფასება ყოველი კარის ბოლოს ჯგუფის მიერ მომზადებული მოკლე მოხსენების საფუძველზე.

სტუდენტების ნამუშევრები შეფასდება წინასწარ შემუშავებული შეფასების სქემის (რუბრიკის) გამოყენებით. ასევე, გამოიყენება სტუდენტების ინდივიდუალური შეფასების სხვა მეთოდები/ფორმები, რომლებსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს კურსის ლექტორი.

 

კურსის განმავლობაში გამოყენებულ მეთოდებს შორისაა:

 

  • ტექსტის წაკითხვა 
  • მონაცემების ანალიზი 
  • ლექტორის პრეზენტაცია 
  • მაგალითის/შემთხვევის შესწავლა 
  • იმიტირებული სიტუაცია, როლური თამაში 
  • დებატი და მსჯელობა 
  • ლექციებზე გამართული დისკუსია 
  • მოწვეული სტუმრის ლექცია 
  • ფილმი/კლიპი 
  • პრაქტიკულ კვლევაზე დაფუძნებული სასწავლო პროექტი  

 

 

ყველა სტუდენტს დაურიგდება სასწავლო სახელმძღვანელო და დამატებითი მასალების სია.

 

გაზიარება
დაბეჭდვა
 
 
 
 
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
14852671

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By