ENG
აქტივობის სახე: სამართლის სკოლის დეკანი, დიტერ უმბახი თბილისის გერმანულენოვანი სკოლების უფროსკლასელებს შეხვდა.
თარიღი და დრო: 20/04/2012 - 10:00 / პარასკევი
დეტალები:

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა, გერმანელმა იურისტ-მეცნიერმა დიტერ უმბახმა თბილისის გერმანულენოვანი 20-ე და 52-ე საჯარო სკოლების სამართალმცოდნეობით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა.

 

შეხვედრა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. ლექციის თემა გერმანიაში იურიდიული განათლების მიღების პერსპექტივები იყო.

 

შეხვედრას მოსწავლეებთან ერთად, სამართლის სკოლის წარმომადგენლები: დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი პაატა ტურავა და სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი დევი ხვედელიანი ესწრებოდნენ.

 

შეხვედრამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.

 

შეხვედრის დასასრულს, უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მოსწავლეებს საჩუქრად უნივერსიტეტის საინფორმაციო ბროშურების ნაკრები გადასცა.

საკონტაქტო პირი: ქეთევან აფციაური; keti@gruni.edu.ge
გაზიარება
დაბეჭდვა
 
 
 
 
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
14818462

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By