ENG
აქტივობის სახე: შეხვედრა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ხელმძღვანელთან, დოქტორ ელიზაბეტ ფენორთან
თარიღი და დრო: 11/06/2012 - 12:00 / ორშაბათი
დეტალები:

2012 წლის 11 ივნისს, უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში  სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის გაიმართა შეხვედრა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ხელმძღვანელთან დოქტორ ელიზაბეტ ფენორთან, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო ორგანიზაციის ამოცანები და მიაწოდა პრაქტიკული ინფორმაცია გერმანიაში სტიპენდიების მოპოვების, სამეცნიერო პროგრამებსა და პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობების შესახებ.

 

შეხვედრის ორგანიზატორი ახლად დაფუძნებული ცენტრი - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის დანაშაულის პრევენციისა და შედარებითი კრიმინოლოგიის კავკასიური კვლევითი ცენტრი იყო.

 

შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. სტუდენტების და აკადემიური პერსონალის მხრიდან დაისვა კითხვები, რამაც შეხვედრა ინტერაქტიული და დინამიური გახადა.

 

საკონტაქტო პირი: ქეთევან აფციაური; keti@gruni.edu.ge
გაზიარება
დაბეჭდვა
 
 
 
 
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
14852781

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By