ENG
აქტივობის სახე: მონაცემთა ბაზების პრეზენტაცია
თარიღი და დრო: 12/06/2012 - 12:00 / სამშაბათი
დეტალები:

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული ქსელის კონსორციუმის დახმარებით გამოწერილი შემდეგი ელექტრონული სამეცნიერო მონაცემთა ბაზების პრეზენტაცია:

 

EBSCO; Cambridge University Journals; Royal Society Collection; BioOne; New England Journal of Medicine; Encyclopaedia Britannica Online; Academic Edition; Questia.

 

ასევე წარმოდგენილი იყო კონსორციუმის სხვადასხვა სერვისი:

  • ქართველი მეცნიერების სტატიების უფასო განთავსება Thomson Reuter-ის მიერ ციტირებულ ჟურნალებში;
  • უცხოური სტატიების შეძენა ხელმისაწვდომ ფასად;
  • სხვადასხვა სახის უფასო ელექტრონული ჟურნალებისა და წიგნების წარგენა და ა. შ.
  •  

    პრეზენტაცია ჩაატარა თამარ ხახუტაშვილმა - კონსორციუმის ელექტრონული რესურსების ლიცენზიების კოორდინატორმა საქართველოში.

     

    უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები კმაყოფილი იყვნენ შეხვედრით. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია საკუთარ პროფესურაზე ზრუნვა და მათთვის სამეცნიერო სტატიების უსასყიდლოდ გამოქვეყნების შესაძლებლობაც. აღნიშნული  შეხვედრის მაგალითიც, ამას ადასტურებს.

     

    საკონტაქტო პირი: ნინო ქემერტელიძე n.kemertelidze@gruni.edu.ge ; 577 53 86 26
    გაზიარება
    დაბეჭდვა
     
     
     
     
    © გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
    თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
    15210133

    Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

    Get Adobe Flash player

    Created By