ENG
აქტივობის სახე: ექსპედიცია ხევსურეთში
თარიღი და დრო: 25/09/2012 - 17:56 / სამშაბათი
დეტალები:

 

2012 წლის 5 სექტემბერს დასრულდა ექსპედიცია ხევსურეთში, რომელსაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დაფინანსებით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი ახორციელებდა.

 

ექსპედიციის მიზანი იყო ადგილისა და იდენტობის ურთიერთზემოქმედების კვლევა. ექსპედიციაში მონაწილეობდნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სოციოლოგიის, ჟურნალისტიკისა და ტურიზმის მიმართულების სტუდენტები: შალვა ბახსოლიანი, გიორგი ბერელიძე, ნინო მამამთავრიშვილი, მეგი მაჩაბელი, სალომე ხაჩიძე, შორენა ხუბუტია, ლევან ხუცინაშვილი. ექსპედიციას ხელმძღვანელობდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი გიორგი თავაძე.

 

ექსპედიციის დასრულების შემდეგ იგეგმება ექსპედიციის ამსახველი ფოტოგამოფენის მოწყობა უნივერსიტეტში, ექსპედიციის შედეგების პრეზენტაცია საკონფერენციო დარბაზში, ექსპედიციის ამსახველი დოკუმენტური ფილმის მონტაჟი და მისი პრეზენტაცია; ასევე, ექსპედიციის შედეგების გამოცემა კრებულის სახით, სადაც შევა როგორც ექსპედიციის ხელმძღვანელის, ასევე, ექსპედიციის მონაწილე სტუდენტების ნაშრომები.

 

გამოფენის სურათების ნახვა შეგიძლიათ აქ

საკონტაქტო პირი: გიორგი თავაძე; gruni.philosophy@gmail.com
გაზიარება
დაბეჭდვა
 
 
 
 
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
15343745

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By