ENG
აქტივობის სახე: მედიაციის ცენტრის შექმნა
თარიღი და დრო: 21/12/2012 - 13:00 / პარასკევი
დეტალები:

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, ერთწლიანი მუშაობის შედეგად შეიქმნა მედიაციის ცენტრი - „კონსენსუსი“. ცენტრს ხელმძღვანელობს მაქს პლანკის უცხოეთის და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის პროფესორი, მედიატორი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ემიგრანტი - ელიკო წიკლაური-ლამმიხი.

 

ელიკო წიკლაური-ლამმიხი ჩართულია საერთაშორისო მედიაციის საკითხებში და არის ევროკავშირის იულია ტიმოშენკოს საკითხების სამედიტაციო ჯგუფის წევრი.

 

ცენტრი შექმნილია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბაზაზე. იგი ამოცანად ისახავს ხელი შეუწყოს კონფლიქტებისადმი მედიატორულ მიდგომას და მათ პრევენციას. კონფლიქტები განიხილება, როგორც ინდივიდუალური ისე, ჯგუფებს შორის დონეზე, ასევე, პოლიტიკური და ინტერნაციონალური კუთხით. ცენტრის ფარგლებში დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენციები.

 

იგეგმება მედიაციის ტექნოლოგიების შემსწავლელი ჯგუფების ორგანიზება/გამოშვებაც.

საკონტაქტო პირი: ელიკო წიკლაური-ლამიხი; elikolamich@hotmail.com
გაზიარება
დაბეჭდვა
 
 
 
 
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
15210402

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By