ENG
აქტივობის სახე: შეხვედრა იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის კათედრის გამგესთან პროფესორ ქევინ თუითთან
თარიღი და დრო: 11/03/2013 - 14:00 / ორშაბათი
დეტალები:

მონრეალის უნივერსიტეტის პროფესორმა, იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის კათედრის გამგემ, პროფესორმა ქევინ თუითმა წაიკითხა საჯარო მოხსენება თემაზე „კავკასიის სოციალური გეოგრაფია“ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. საჯარო ლექციამ დიდი ინტერესი გამოიწვია სტუდენტებში, რაც მოხსენების დასრულების შემდეგ სტუმართან კითხვა-პასუხის რეჟიმში გადაიზარდა.

 

ქევინ თუითმა დადებითად შეაფასა უნივერსიტეტის სოციოლოგიის სპეციალობის ასისტენტ-პროფესორის გიორგი თავაძის მიერ ხევსურეთში ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიცია.

 

შეხვედრას ორგანიზება გაუწია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითმა ინსტიტუტმა.

საკონტაქტო პირი: თენგიზ ირემაძე, გიორგი თავაძე; g.tavadze@gruni.edu.ge
გაზიარება
დაბეჭდვა
 
 
 
 
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
14838709

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By