ENG
აქტივობის სახე: გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა შვეიცარიის ბიზნესისა და საერთაშორისო სწავლების უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
თარიღი და დრო: 16/05/2013 - 15:00 / ხუთშაბათი
დეტალები:

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა შვეიცარიის ბიზნესისა და საერთაშორისო სწავლების უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ხელშეკრულების ფარგლებში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის წარჩინებულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ შვეიცარიაში სწავლების და ორმაგი აკადემიური ხარისხის და დიპლომის მიღების. აღნიშნულ ხელშეკრულებას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში მოეწერა ხელი. შვეიცარიის უნივერსიტეტის წარმომადგენელი, პროფესორი პატრიკ ფანიელი შეხვდა ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებს და ესაუბრა შვეიცარიაში სწავლის პერსპექტივებზე. ხელმოწერას უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ერთად, შვეიცარიის ელჩის მოადგილე საქართველოში ფლორიან გუბლერი ესწრებოდა.

საკონტაქტო პირი: ნინო ქემერტელიძე n.kemertelidze@gruni.edu.ge ; 577 53 86 26
გაზიარება
დაბეჭდვა
 
 
 
 
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
14838193

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By