ENG
აქტივობის სახე: გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებმა მონაწილება „ტურინეტის“ პროექტის დასკვნით შემაჯამებელ შეხვედრაში მიიღეს
თარიღი და დრო: 21/07/2013 - 13:00 / კვირა
დეტალები:

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებმა მონაწილება „ტურინეტის“ პროექტის დასკვნით შემაჯამებელ შეხვედრაში მიიღეს. პროექტი ეხებოდა ტურიზმში მოხალისეობის განვითარებას.

 

შეხვედრაზე პროექტის დირექტორმა მარიამ მერაბიშვილმა პრეზენტაციის სახით წარადგინა სასტუმრო სახლების მენეჯერებისა და მისი მეპატრონეების გამოკითხვის შედეგები, რომელსაც „ტურიზმის განვითარების ქსელის-ტურინეტის“ პროექტი ითვალისწინებდა.

 

შეხვედრას ესწრებოდა დონორი ორგანიზაციის „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ წარმომადგენელი ზაალ ანჯაფარიძე. მან მოხალისეებს გააცნო საინტერესო მონაცემები მსოფლიოსა და საქართველოში მოხალისეობის განვითარების შესახებ, ასევე მოუწოდა მათ ამ საქმიანობის გაგრძელებისაკენ.

 

მოხალისეობის მთავარი პრინციპების და მისი არსის შესახებ ასევე ისაუბრა „ტურიზმის, რეგიონული განვითარების და ინფორმატიკის ევროპული საზოგადოებრივი კოლეჯის“ დირექტორმა და ტურიზმის ექსპერტმა, პროფესორმა კობა არაბულმა და დამსწრე საზოგადოებას ამ საქმიანობაში მათი ჩართვის შესაძლებლობის შესახებ ესაუბრა.

 

შეხვედრის ბოლოს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებს გადაეცათ ტრენინგებზე დასწრებისა და მოხალისეობის პროექტში მონაწილეობის სერთიფიკატები.

საკონტაქტო პირი: მაკა ფირანაშვილი; m.piranashvili@gruni.edu.ge
გაზიარება
დაბეჭდვა
 
 
 
 
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
14838564

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By