ENG
აქტივობის სახე: სასწავლო ტური სამცხე–ჯავახეთში
თარიღი და დრო: 09/11/2013 - 13:35 / შაბათი
დეტალები:

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დაფინანსებით ჩატარდა სასწავლო ტური სამცხე–ჯავახეთში ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის სპეციალობის I დონის სტუდენტებისათვის. საგანმანათლებლო პოლიტიკიდან და სასწავლო პროგრამიდან გამომდინარე სასწავლო ტურის შედგენა–დამუშავების პრაქტიკული გამოცდილება მნიშვნელოვანია მათი პროფესიონალებად ჩამოყალიბებისთვის. სტუდენტებმა შეისწავლეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა და ისტორიულ-კულტურული ძეგლების მნიშვნელობა ტურიზმის განვითარებისათვის. სტუდენტებმა მოინახულეს XIII- XIV საუკუნეების საფარის მამათა მონასტერი, რომელიც ქართული კულტურის ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლია, ასევე XIV საუკუნის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ზარზმის მამათა სამონასტრო კომპლექსი, აგრეთვე მდინარე ფოცხოვის მარცხენა ნაპირზე მაღალ გორაკზე გაშენებული ქალაქ ახალციხის ძველი ნაწილი, ე.წ. რაბათის ციხე.

საკონტაქტო პირი: მაკა ფირანაშვილი m.piranashvili@gruni.edu.ge; მაია მელაძე maia.meladze@gruni.edu.ge
გაზიარება
დაბეჭდვა
 
 
 
 
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
14838446

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By