ENG
აქტივობის სახე: საკარნავალო ღამე 2014
თარიღი და დრო: 28/12/2013 - 19:00 / შაბათი
დეტალები:

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა წლის მიწურულ ტრადიცული საახალწლო ღონისძიება გამართა. კარნავალს ესწრებოდნენ, როგორ უნივერსიტეტის სტუდენტები და აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, ასევე სპეციალურად მოწვეული სტუმრები; სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები, განათლებისა და იურიდიული სფეროს წარმომადგენლები, მსახიობები, მომღერლები, მოცეკვავეები, სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტური თვითმმართველობის წევრები.

 

კარნავალი შედგებოდა ორი ნაწილისგან: პირველ ნაწილში დამსწრე საზოგადოებას მიმართა უნივერსიტეტის რექტორმა მამუკა თავხელიძემ და უნივერსიტეტის ყველა სკოლის წარმომადგენლებმა. დასახელდა წლის საუკეთესო დეკანი, წლის საუკეთესო ლექტორი, უნივერსიტეტის ფავორიტი, წლის სტუდენტი, წლის აღმოჩენა, მისტერ და მის ალმამატერი, საუკეთესო კოსტიუმების მფლობელები. მეორე მუსიკალურ-გასართობი ნაწილი შედგებოდა სასიმღერო და საცეკვაო სეგმენტებისგან; ქართული სიმღერა და ცეკვა შეცვალა ჯაზურმა, როკის, ლათინურმა, ჰიპჰოპის და ჰაუზის კომპოზიციებმა.

 

 

 

 

 

 

 

საკონტაქტო პირი: ნატო მახათაძე; n.makhatadze@gruni.edu.ge
გაზიარება
დაბეჭდვა
 
 
 
 
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
15210309

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By