ENG
აქტივობის სახე: კონკურსი „მედიატორი 2014“ დაიწყო
თარიღი და დრო: 22/02/2014 - 13:18 / შაბათი
დეტალები:

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და იურისტ სტუდენტთა კლუბის „დიკე“ ინიციატივით, კონკურსი „მედიატორი 2014“ დაიწყო.  კონკურსის მონაწილეებს პირველი ტრენინგი უკვე ჩაუტარდათ. ტრენინგს უძღვებოდნენ სამართლის სკოლის სტუდენტები, იურისტ სტუდენტთა კლუბის წევრები: თამარ საძაგლიშვილი, ვასილ გოდერძიშვილი, მარიამ ბაღათურია, ნინო ლიქოკელი. კონკურსში მონაწილეობს თბილისის 11 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა.

 

კონკურსი შედგება სამი ეტაპისგან. პირველ ეტაპზე კონკურსის მონაწილე აბიტურიენტები გაივლიან ტრენინგკურსს მედიაციაში, სადაც გამოჩენილი აქტივობის მიხედვით, შეირჩევა კანდიდატები და მოხდება საკონკურსო ჯგუფების ორგანიზება.

 

მეორე ეტაპზე ტრენერები, დაჯგუფებულ მონაწილეებში უზრუნველყოფენ  მედიაციის სიმულირებას, სადაც შესრულებული დავალების ხარისხიდან გამომდინარე, ჟიური გამოავლენს  კონკურსის ფინალში მოთამაშე ჯგუფებს.

 

ხოლო, კონკურსის დასკვნით, ფინალურ ტურში გამოვლინდება  კონკურსი „მედიატორი 2014“ გამარჯვებული ჯგუფი, რომელთაც, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი უცხოეთში კულტურულ-საგანმანათლებლო ტურს დაუფინანსებს.

 

მედიაცია (ლათ. Mediare - შუამავლობა) დავების სასამართლოს გარეშე გადაწყვეტის ფორმაა, მესამე ნეიტრალური მიუკერძოებელი მხარის მედიატორის (შუამავლის) დახმარებით.

 

მედიაცია წარმოადგენს დავების ალტერნატიული გადაწყვეტის ყველაზე ჰუმანურ ფორმას. მედიაციის პროცედურის დროს კონფლიქტის მონაწილე მხარეები, ეყრდნობიან რა მედიატორის გამოცდილებას, ცოდნასა და უნარს, დამოუკიდებლად მიდიან ურთიერთხელსაყრელ გადაწყვეტილებამდე.

 

მედიაციის შესწავლა საქართველოს საჯარო სკოლების უფროსკლასელებისთვის არის ორმხრივად სასარგებლო, ისინი მედიაციის სასწავლო კურსის გავლით დაეუფლებიან როგორც დებატების (პოლიტიკური და სასამართლო ფორმატის ერთგვარ ნაწილს) ისე, მოლაპარაკებების ხელოვნებას.

საკონტაქტო პირი: ქეთევან აფციაური; keti@gruni.edu.ge
გაზიარება
დაბეჭდვა
 
 
 
 
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
14852522

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By