ENG
აქტივობის სახე: გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე: „დანაშაულობის პრევენციის მექანიზმები განათლების სისტემაში“
თარიღი და დრო: 29/04/2014 - 15:00 / სამშაბათი
დეტალები:

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის ინსტიტუტის, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მონაწილეობითგრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე: „დანაშაულობის პრევენციის მექანიზმები განათლების სისტემაში“ . მრგვალი მაგიდა გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა და საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორ მამუკა თავხელიძემ.

 

მრგვალ მაგიდას უძღვებოდა დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი, ჟურნალ „კრიმინოლოგის“ მთავარი რედაქტორი, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის ვიცე–პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა. შეხვედრაზე მოხსენებებით გამოვიდნენ, როგორც უნივერსიტეტის სტუდენტები ასევე სპეციალურად მოწვეული ცნობილი ექსპერტები და პროფესორები.

საკონტაქტო პირი: ნატო მახათაძე; n.makhatadze@gruni.edu.ge
გაზიარება
დაბეჭდვა
 
 
 
 
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
14838383

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By