ENG
აქტივობის სახე: პროექტ „გაიცანი და გააცანი DCFTA”-ს პრეზენტაცია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში
თარიღი და დრო: 08/05/2014 - 13:00 / ხუთშაბათი
დეტალები:

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს დანიის კონსული ესბენ ემბორგი და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოლიტიკური მრჩეველი იან ჰუისმანი ესტუმრნენ. შეხვედრაზე პროექტ „გაიცანი და გააცანი DCFTA”-ს პრეზენტაცია შედგა. სემინარის მიზანი იყო ევროკავშირთან ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმების ცნობადობის ამაღლება და პოპულარიზაცია. პროექტი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ინიციატივით და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პარტნიორობით ჩატარდა.

 

სემინარი მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. მასში მონაწილეობა ყველა სკოლის სტუდენტმა მიიღო. შეხვედრას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი მამუკა თავხელიძე და აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ესწრებოდნენ.

საკონტაქტო პირი: ნატო მახათაძე; n.makhatadze@gruni.edu.ge
გაზიარება
დაბეჭდვა
 
 
 
 
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
14838491

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By