ENG
აქტივობის სახე: ალმა მატერის პროფესორის ხათუნა თავდგირიძის წიგნი გერმანიში ძალიან ღრმა და ინტელექტუალურ ნამუშევრად შეფასდა
თარიღი და დრო: 31/05/2014 - 16:00 / შაბათი
დეტალები:

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ლექტორი ხათუნა თავდგირრიძე თბილისში გერმანიიდან დაბრუნდა. 31 მაისს გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში, ფრანკფურტის ლიტერატურულმა სალონმა „ევტერპემ“ „რომანის ფაბრიკაში“ გამართა ქართველი მწერლის, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორის ხათუნა თავდგირიძის ლიტერატურული საღამო და მისი რომანის „HOMO TOTUS”-ის გერმანული თარგმანის პრეზენტაცია. რომანი გერმანულად თარგმნა ანასტასია ყამარაულმა. გერმანულ ტექსტს კითხულობდა ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის ლექტორი სუზი შმიტი. საღამოს დასასრულს გაიმართა პოდიუმ-დისკუსია, აუდიტორიის შეკითხვებს პასუხობდა წიგნის ავტორი ხათუნა თავდგირიძე. გერმანელი დამსწრე საზოგადოების მიერ ტექსტი შეფასდა როგორც ძალიან ღრმა, ინტელექტუალური, მრავალშრიანი და ამბიციური ნამუშევარი.

 

ღონისძიება დააფინანსა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ.

საკონტაქტო პირი: ნატო მახათაძე; n.makhatadze@gruni.edu.ge
გაზიარება
დაბეჭდვა
 
 
 
 
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2020.11.24
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
15764096

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By