სასწავლო ტური ბერლინში

ვასილ კიკუტაძე

2001 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატი, 2003 წელს მაგისტრატურა, 2006 წელს ასპირანტურა. 2008 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, მიენიჭა ეკონომიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
 
2008 წლიდან არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი.
 
2009 წლიდან არის USAID-ის ენერგეტიკის შესაძლებლობების გაუმჯობესების საგრანტო პროექტის მენეჯერი.
 
2006 წლიდან თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან, არის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ექსპერტი, საქართველოს მშენებელთა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს ქონების შემფასებელ ექსპერტთა ინსტიტუტის ტრენერი, ფლობს სხვადასხვა სახის სერტიფიკატებს, ავტორია 15-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის, მათ შორის 1 მონოგრაფიის.
 
ჰყავს მეუღლე და ერთი ვაჟი.
გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
14819990

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By