სასწავლო ტური ბერლინში

ლევან იზორია

სამართლის დოქტორი.

 

დაიბადა 1974 წლის 5 თებერვალს. 1996 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახ. უნივერისტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1999 წელს მიენიჭა გერმანიის ქ. გოტინგენის გეორგ–აუგუსტის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მიერ სამართლის მაგისტრის,  ხოლო 2002 წელს ამავე ფაკულტეტის მიერ სამართლის დორქტორის აკადემიური ხარისხი უმაღლესი შეფასებით. 

 

2004–2006 წლებში ლ. იზორია იყო შსს–ს აკადემიის რექტორი. 2007–2008 წლებში იგი იყო „საქართველოს უნივერსიტეტის“ სამართლის სკოლის დეკანი. 2008 –2009 წლებში ის გახდა ჰუმბოლტის სტიპენდიატი და სამეცნიერო მივლინებით მოღვაწეობდა, როგორც პროფესორი, ქ. შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უმაღლეს სკოლაში.

 

ლევან იზორია არის 4 წიგნის ავტორი და 5 წიგნის თანავტორი.

 

სრულყოფილად ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

 

ყავს მეუღლე და ორი შვილი.

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
14367339

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By