ENG
აქტივობის სახე: სამეცნიერო კონფერენცია ,,სახელმწიფო ენა-ქვეყნის ღირსების საზომი”
თარიღი და დრო: 14/04/2013 - 15:00 / კვირა
დეტალები:

2013 წლის 14 აპრილს სამების საპატრიარქო ტაძრის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია თემაზე ”სახელმწიფო ენა - ქვეყნის ღირსების საზომი”. კონფერენცია გაიმართა საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის თავმჯდომარის - მთავარეპისკოპოს სტეფანე კალაიჯიშვილის - ინიციატივით, ორგანიზებითა და კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის (ხელმძ. პროფ. ტ. ფუტკარაძის) თაოსნობით. კონფერენციაში მონაწილეობდნენ: საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს, გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, ქართველოლოგები, ენათმეცნიერები, საქართველოს პარლამენტის წევრები, საპატრიარქოს წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები.

 

კონფერენცია გახსნა მეუფე კალისტრატემ, რომელმაც მიმოიხილა სახელმწიფო ენის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები. წაკითხულ მოხსენებებში ნათლად წარმოჩნდა ის მწვავე საკითხები, რომელთა მოგვარებისათვის აქტიური ქმედებაა საჭირო, ეს ეხება ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის, სტატუსის დაცვას, ქართული ენის ტექნოლოგიების, ქართული სალიტერატურო ენის ნორმების, მასმედიისა და სახელმწიფო ენის, ქართული ენის სწავლების საკითხებს რეგიონებისა და დედაქალაქის სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში და სხვა. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სახელით კონფერენციაში მონაწილეობდა უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი მ. კვასხვაძე, რომელმაც წარმოადგინა მოხსენება ”ნორმირებული მეტყველება და ქართულენოვანი მასმედიის ენა”. სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის წევრი ზვიად ძიძიგური, რომელმაც კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის თანადგომა აღუთქვა სახელმწიფო ენასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში. გადაწყდა, რომ შემუშავდება მემორანდუმი, რომელშიც ჩამოყალიბდება მნიშვნელოვანი პრობლემები, დაისახება სამოქმედო გეგმა. მემორანდუმი წარედგინება საქართველოს პარლამენტს.

საკონტაქტო პირი: მოგელი შენგელია; m.shengelia@gruni.edu.ge
გაზიარება
დაბეჭდვა
 
 
 
 
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
13557222

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By