სასწავლო ტური ბერლინში

ვაჟა ლორთქიფანიძე

დაიბადა თბილისში,  1949 წლის 29 ნოემბერს.
 
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი. სახელმწიფო, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი (2002). მის მიერ 1998 წელს დაცული სადოქტორო  დისერტაცია  “ისტორიული მესხეთის დემოგრაფიული განვითარების პრობლემები იყო საქართველოში” პირველი მონოგრაფიული გამოკვლევა რეგიონალური დემოგრაფიის დარგში. არის 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის 5 მონოგრაფიის. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი 1991-1995წ.წ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიის კათედრის დამაარსებელი და გამგე 2000-2006 წ.წ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე 2003-2005 წ.წ. აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი 2002 წლიდან, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის წევრი 1999 წლიდან, რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის წევრი 2006 წლიდან. საქართველოს კომკავშირის ცკ-ის პირველი მდივანი. საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე 1983-90 წ.წ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთში 1995-98 წ.წ. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი (მთავრობის ხელმძღვანელი) 1998-2000 წ.წ.
 
საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი 1983-90 წ.წ. საქართველოს პარლამენტის წევრი 1995-1998, 2001-2004წ.წ. საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ფრაქციის “ქრისტიან-დემოკრატები” თავმჯდომარე 2002-2004 წ.წ. პოლიტიკური ორგანიზაციის “საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი” თავმჯდომარე 2002 წლიდან.
 
საქართველოს დემოგრაფთა ასოციაციის დამაარსებელი და პრეზიდენტი 1998 წლიდან. სამეცნიერო ჟურნალის “დემოგრაფია” დამაარსებელი 1999 წლიდან. თეორიული ჟურნალის “ქრისტიან-დემოკრატია” ერთ-ერთი დამაარსებელი და გამომცემელი 2000 წლიდან.
 
აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობათა კვლევის საერთაშორისო ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პრეზიდენტი 2003 წლიდან.
 
საქართველოს სპეციალური ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი 2001 წლიდან. თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტებში კითხულობს ლექციათა კურსებს დემოგრაფიაში, სოციოლოგიასა და პოლიტოლოგიაში.
 
მისი ბიოგრაფია შესულია ცნობარში “ვინ ვინ არის საქართველოში” (2000, 2006), Who’s Who in International Affairs (1998 London), Europ Biographical Reference Series (London 2000-2010) , ენციკლოპედია – თბილისი (2002), World Who’s Who (London 1999-2010).

 

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
14367553

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By