სასწავლო ტური ბერლინში

გიორგი თავაძე

დაიბადა 1986 წელს ქ. ფოთში. 2003 წელს დაამთავრა ქ. ფოთის ნ. ნიკოლაძის სახ. გიმნაზია. იმავე  წელს ჩააბარა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც 2007 წელს დაამთავრა (ფილოსოფოსის კვალიფიკაციით).
 
2008-2010 წლებში სწავლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაზე სპეციალობით - „სიცოცხლის ფილოსოფია“. 2010 წელს წარმატებით დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე „თანამედროვეობის კრიტიკა ფრიდრიხ ნიცშეს ‘კერპების მწუხრში’ “ (ხელმძღვანელი - პროფ. თენგიზ ირემაძე).
 
2008 წლიდან არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის დირექტორატის წევრი, ხოლო 2010 წლიდან - ამავე ინსტიტუტის თანამედროვე ფილოსოფიისა და სოციოლოგიის განყოფილების წევრი.
ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას (თომას პეინი, ფრიდრიხ ნიცშე, კარლ შმიტი, თანამედროვე ფილოსოფია).
 
2010 წლიდან არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტი (დისერტაციის თემა: „ფილოსოფიური გეოგრაფია. ახალი ფილოსოფიური დისციპლინის დაფუძნების შესახებ“, - ხელმძღვანელები: პროფ. თენგიზ ირემაძე, თბილისი; პროფ. ჰელმუტ შნაიდერი, გერმანია, კასელი) და ასისტენტ-პროფესორი.
 

2011 წელს მოიპოვა როლფ და ურსულა შნაიდერების სამეცნიერო–კვლევითი გრანტი. აღნიშნული გრანტის ფარგლებში,  2011 წლის 1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე, იმყოფებოდა ვოლფენბიუტელში (გერმანია), ჰერცოგ ავგუსტის ბიბლიოთეკაში, სადოქტორო თემის დასამუშავებლად.

 

2012 წლის ზაფხულში (ივლისი-აგვისტო) ხელმძღვანელობდა სამეცნიერო-კვლევით ექსპედიციას პირიქითა ხევსურეთში პროექტ „ადგილი და იდენტობა“-ს ფარგლებში. ექსპედიციის სამუშაო ჯგუფის წევრები იყვნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სხვადასხვა მიმართულებების სტუდენტები.

 

გიორგი თავაძე არის ფრიდრიხ ნიცშეს რჩეულ თხზულებათა პირველი აკადემიურ–კრიტიკული გამოცემის თანარედაქტორი.

 

 
კვლევის ინტერესები: თანამედროვე სოციალური თეორიები, ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფია,  თანამედროვე ფილოსოფიის პრობლემები (ფილოსოფიური გეოგრაფია, ინტერნეტის ფილოსოფია).
 
გამოქვეყნებული სტატიები:

 

 

„მარტინ ჰაიდეგერი და ვაცუჯი ტეცურო: ადგილი, სივრცე და კლიმატი“,

 იხ.: „აღმოსავლეთი და დასავლეთი. ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური კვლევები“, რედაქტორ-შემდგენლები: თენგიზ ირემაძე და გურამ თევზაძე, თბილისი, გამომცემლობა „ნეკერი“, 2012 წ., გვ. 133–152. 

 

 

 

„თომას პეინი – თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი“, იხ.: თომას პეინი, „საღი აზრი“, თბილისი, გამომცემლობა „ნეკერი“, 2012 წ., გვ. 9–22. 

 

 

„მერაბ მამარდაშვილის რეცეფცია უცხოეთში (ფილოსოფიური ენციკლოპედიები და ლექსიკონები)“,

იხ.: „ევროპული პასუხისმგებლობა“ (მერაბ მამარდაშვილის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები), რედაქტორი: თენგიზ ირემაძე, თბილისი, გამომცემლობა „ნეკერი“, 2011 წ., გვ. 76–92.

 

 

„ადამიანი–დინამიტი. ფრიდრიხ ნიცშეს პიროვნება და მისი ამოცანა Ecce homo–ს მიხედვით“,

იხ.: ფრიდრიხ ნიცშე: „Ecce homo“, რჩეული თხზულებები, ტომი 1, თბილისი, გამომცემლობა „ნეკერი“, 2011 წ., გვ. 227–242.

 

 

„არისტოტელეს რეცეფცია ფრიდრიხ ნიცშეს ნააზრევში“,

იხ.: “Philosophy in Global Change”, Jubilee volume dedicated to the 65th anniversary of Burkhard Mojsisch, edited by Tengiz Iremadze in collaboration with Helmut Schneider and Klaus J. Schmidt, Tbilisi, “Nekeri”, 2011, pp. 307-317.

 

„ნიცშეს ფილოსოფიის გაგების მეტაკრიტიკისათვის – გრიგოლ რობაქიძისა და დავით კასრაძის პოლემიკა ნიცშეს თანამედროვე კვლევების კონტექსტში“,

იხ.: „გრიგოლ რობაქიძე და თანამედროვე აზროვნება“, რედაქტორები: მამუკა თავხელიძე, თენგიზ ირემაძე, თბილისი, გამომცემლობა „ნეკერი“, 2011 წ., გვ. 44–58.

 

განაზრებანი ინტერნეტის ფილოსოფიის ზოგიერთი ასპექტის შესახებ (თ. ირემაძესთან ერთად),

იხ.: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომები, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები 2, თბილისი, 2010 წ., გვ. 8–14.

 

„თავისუფლების პრობლემა ჰერბერტ სპენსერთან ინდივიდისა და სახელმწიფოს ურთიერთმიმართების კონტექსტში“,

იხ.: ჰელმუტ შნაიდერი, ლალი ზაქარაძე, გიორგი თავაძე, დოდო ლაბუჩიძე, თენგიზ ირემაძე: „რა არის თავისუფლება? დიდი მოაზროვნეები თავისუფლების არსის შესახებ (შარლ–ლუი მონტესკიე, ჟან–ჟაკ რუსო, გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი, ჰერბერტ სპენსერი, ერიხ ფრომი)“, თბილისი, გამომცემლობა „ნეკერი“, 2010 წ., გვ. 62–90.

 

„ფილოსოფიური გეოგრაფია – ახალი მეცნიერული დისციპლინის დაფუძნების შესახებ“,

იხ.: „ახალი სამეცნიერო–კვლევითი პროექტები ფილოსოფიაში“, თბილისი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2010 წ., გვ. 29–31.

 

„კარლ შმიტის ‘პერსპექტივისტული’ ფილოსოფიური გეოგრაფია“,

იხ.: კარლ შმიტი, „ხმელეთი და ზღვა. მსოფლიო–ისტორიული განაზრება“, თბილისი, გამომცემლობა „ნეკერი“, 2010 წ., გვ. 7–44.

 

ინტერნეტი და ფილოსოფიური გეოგრაფია: უნივერსალური ცოდნიდან რეგიონალური ცოდნისაკენ“,

იხ.: მესამე საერთაშორისო კონფერენციის „განათლება და განვითარება“ სამუშაო მასალები, გორი, გორის სასწავლო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2010 წ., გვ. 423–427.

 

„ფილოსოფიური გეოგრაფია (მნიშვნელობა, თანამედროვეობა, პერსპექტივები)“,

იხ.: ჰელმუტ შნაიდერი, „ფილოსოფიური გეოგრაფია“, თბილისი, გამომცემლობა „ნეკერი“, 2010 წ., გვ. 22–43.

 

„ქართულ სინამდვილეში ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიის გადააზრების შესახებ“, 

იხ.: „საზოგადოება, ცოდნის ტრანსფორმაცია, ფილოსოფია“, თბილისი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009 წ., გვ. 83–87.

 

 

„ინტელექტის თეორიები გერმანელ დომინიკანელთა სკოლაში XIII-XIV საუკუნეებში (ალბერტ დიდი, დიტრიხ ფრაიბერგელი, ბერთოლდ მოსბურგელი)“

იხ.: (ნეო)პლატონიზმი და თანამედროვეობა, თენგიზ ირემაძის წიგნისადმი – „აზროვნების კონცეფციები ნეოპლატონიზმში“ – მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები, რედაქტორ–შემდგენელნი: გიორგი ბარამიძე, მიხეილ გოგატიშვილი, ლალი ზაქარაძე, უდო რაინჰოლდ იეკი, დუეინ ლეისი, გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი, 2009 წ., გვ. 69–78. 

 

 

„უნივერსიტეტი, როგორც კულტურული ცენტრი“,

იხ.: „ქართული აზროვნება, განათლების პრობლემები, ჰუმანიზმის ეპისტემოლოგია“, თბილისი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2008 წ., გვ. 30–34. 

 

 

„კაბალა. მოკლე ისტორიულ–ფილოსოფიური მიმოხილვა“

იხ.: „თსუ სტუდენტთა 66–ე სამეცნიერო კონფერენცია“, თბილისი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2006 წ., გვ. 170–176.

 

 

თარგმანები:

 

ჰელმუტ შნაიდერი, „ძენ-ბუდიზმის ესთეტიკა. ვაბი-საბი და მშვენიერების ევროპული იდეა“, თბილისი, გამომცემლობა „ნეკერი“, 2012 წ. (თარგმანი გერმანულიდან)

 

თომას პეინი, „საღი აზრი“ (თარგმანი ინგლისურიდან), თბილისი, გამომცემლობა „ნეკერი“, 2012 წ.

 

 

ჰელმუტ შნაიდერი, „მშვენიერება, ჭეშმარიტება და თავისუფლება ხელოვნებაში. განაზრებები ჰეგელზე დაყრდნობით“  (თარგმანი გერმანულიდან), იხ.: „ევროპული პასუხისმგებლობა“ (მერაბ მამარდაშვილის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები), რედაქტორი: თენგიზ ირემაძე, თბილისი, გამომცემლობა „ნეკერი“, 2011 წ., გვ. 155–174.

 

ფრიდრიხ ნიცშე, „Ecce homo. როგორ ხდება ადამიანი ის, რაც ის არის“ (თარგმანი გერმანულიდან), თბილისი, გამომცემლობა „ნეკერი“, 2011 წ.

 

კარლ შმიტი, „ხმელეთი და ზღვა. მსოფლიო–ისტორიული განაზრება“ (თარგმანი გერმანულიდან), თბილისი, გამომცემლობა „ნეკერი“, 2010 წ.

 

ჰელმუტ შნაიდერი, „ფილოსოფიური გეოგრაფია“ (თარგმანი გერმანულიდან), თბილისი, გამომცემლობა „ნეკერი“, 2010 წ. 

 

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
13882379

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By