სასწავლო ტური ბერლინში

ზურაბ ძლიერიშვილი

სამართლის დოქტორი.

პროფესორი.

სამართლის სკოლის კერძო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი.

 

დაიბადა 25 მაისს 1973 წელს.

 

1996 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

 

1997 - 1999 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში. 

 

23.10.1999 წარმატებით დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი 12.00.03 სპეციალობით -სამოქალაქო სამართალი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, საერთაშორისო კერძო სამართალი და  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.

 

ბატონი ზურაბი 2009 წლიდან არის თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის თანათავმჯდომარე,  აგრეთვე ხვადასხვა იურიდიული კომპანიების კონსულტანტი 2001 წლიდან დღემდე.

 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი 2009 წლიდან დღემდე.

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს წევრი 2004 - 2006წწ.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ამერიკული იურიდიული კომპანიის White & case LLP 115 Avenue of the Amerricas New York 10036-1787 ექსპერტი მოსკოვისა და სტოკჰოლმის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოებში 2006 - 2008წწ.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და Dელეიპაიპიერ-ის ექსპერტი ლონდონის საინვესტიციო დავების განმხილველ ცენტრში 2006-2007წწ.

 

საქართველოს უნივერსიტეტის სრული პროფესორი, სამართლის სკოლის სამოქალაქო სამართლის დეპარტამენტის უფროსი, სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე 2008 -2011წწ.

 

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის მოწვეული პროფესორი 2011 წლიდან დღემდე.

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის მოწვეული სრული პროფესორი 2009 წლიდან დღემდე.

 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის მოწვეული პროფესორი 2008-2010წწ.

 

ქართულ - ამერიკული უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი 2007 წლიდან დღემდე.

 

ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი, მოწვეული პროფესორი დღემდე.

 

მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო გრანტი, აგრეთვე მონაწილეობა მრავალ სამეცნიერო კონფერენციებში. გავლილი აქვს სამეცნიერო სტაჟირება სხვადასხვა უნივერსიტეტებში.

 

გამოქვეყნებული აქვს 19 წიგნი/მონოგრაფია და 14 სამეცნიერო სტატია სამართლის აქტუალურ საკითხებზე. Aარის არაერთი სახელმძღვანელოს თუ სხვა სამეცნიერო ნაშრომების რედაქტორი და რეცენზენტი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარების თანაავტორი.

 

ბატონი ზურაბი არის მრავალი სადოქტორო სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი, ოპონენტი, აგრეთვე ათეულობით სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი.

 

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
15323474

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By