ENG
აქტივობის სახე: გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ქართველ მანდილოსნებს ქალთა დღესასწული- აქცია „ჩემი თბილისის ქალბატონები“ ფარგლებში მიულოცეს.
თარიღი და დრო: 08/03/2012 - 12:00 / ხუთშაბათი
დეტალები:

სპეციალურად ამ დღისთვის მორთული საზაფხულო ავტობუსი, ათეულობით კონა ყოჩივარდა და ია - ეს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული აქცია "ჩემი თბილისის ქალბატონები" მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.

 

8 მარტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ქართველ მანდილოსნებს ორიგინალურად მიულოცეს.

 

ქალაქში მოძრავი საზაფხულო ავტობუსიდან, უნივერსიტეტის ლოგოტიპიან მაისურებში გამოწყობილი სტუდენტები, მთელი დღის განმავლობაში თბილისის ქუჩებში მოსიარულე ქალბატონებს ყვავილებს ურიგებდნენ და ულოცავდნენ ქალთა დღეს.

 

აქცია გვიან ღამით დასრულდა. მიზანი მიღწეული იყო.  სტუდენტებმა ათეულობით უცნობი ქალბატონის ბედნიერი ღიმილი დაიმსახურეს. 

 

საკონტაქტო პირი: ქეთევან აფციაური; keti@gruni.edu.ge
გაზიარება
დაბეჭდვა
 
 
 
 
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
13557402

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By