ENG
აქტივობის სახე: სტუდენტური ფესტივალი 2011 ვისწავლოთ და ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით
თარიღი და დრო: 11/07/2011 - 15:00 / ორშაბათი
დეტალები:

 

2011 წლის 11 ივლისიდან 2011 წლის 18 ივლისამდე, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით გრიგოლეთში სასტუმრო  ანდამატში ჩატარდა სტუდენტური ფესტივალი 2011 ,,ვისწავლოთ და ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით“. ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტები. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტიდან ფესტივალში მონაწილეობას იღებდა 20 სტუდენტი. ფესტივალი მოიცავდა ტურნირებს სპორტის სხვადასხვა სახეობებში:

 

  • ქვიშის ფეხბურთი
  • ქვიშის ფრენბურთი
  • ბილიარდი (ბიჭებს შორის)
  • ბილიარდი (გოგონებს შორის)
  • ჭადრაკი
  • მაგიდის ჩოგბურთი
  • სტრიტბოლი (ქუჩის კალათბურთი)
  • ცურვა

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარმატება მოიპოვეს სპორტის შემდეგ სახეობებში:

 

  • ქვიშის ფეხბურთი
  • სტრიტბოლი (ქუჩის კალათბურთი)
  • ცურვა
  • ბილიარდი (გოგონებს შორის)
  • ჭადრაკი

 

ტურნირში გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები და თასები.

ასევე გაიმართა სემინარები და კონფერენციები სადას საუბარი იყო განვლილი წლის პროექტებზე და დაისახა მომავალი წლის გეგმები სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში.

 

ფესტივალის სპონსორი: უნივერსიტეტის რექტორატი.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, სასტუმრო ანდამატი, გასართობი პარკი ,,ციცინათელა“.

 

საკონტაქტო პირი: დავით სარიშვილი - 551 87 97 97; tvitmmartveloba@gruni.edu.ge
გაზიარება
დაბეჭდვა
 
 
 
 
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
13338782

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By