ENG
აქტივობის სახე: მედიცინის სკოლის სტუდენტების შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან.
თარიღი და დრო: 05/05/2011 - 14:00 / ხუთშაბათი
დეტალები:

5 მაისს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ALMA MATER I კურსის მედიცინის სკოლის სტუდენტები I კლასიკური გიმნაზიის I კლასის მოსწავლეებს პირის ღრუს ჰიგიენის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. სტუდენტთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა ექიმი-სტომატოლოგი სოფო რობაქიძე. სტუდენტები და ჯგუფის ხელმძღვენელი ბავშვებს ესაუბრნენ პირის ღრუს ჰიგიენის მნიშვნელობაზე, მის გავლენაზე ორგანიზმის ზოგად ჯანმრთელობაზე. სტუდენტებმა ბავშვებს ფანტომების დახმარებით კბილების გახეხვის სწორი ტექნიკა აუხსნეს. აუდიტორიასთან აქტიურმა კონტაქტმა მსმენელების დიდი დაინტერესება გამიოწვია. დასასრულს, ბავშვებმა სტუდენტებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

გაზიარება
დაბეჭდვა
 
 
 
 
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
13324420

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By