სასწავლო ტური ბერლინში

დავით ძამუკაშვილი

სამართლის დოქტორი იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი

 

დაიბადა 1947 წლის 24 აგვისტოს, ზემო ნიქოზში, გორის რაიონი, საქართველო. აქვს უმაღლესი საინჟინრო და იურიდიული განათლება, 1971 წელს დაამთავრა ბელორუსეთის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, მინსკში; 1977 წელს დაამთავრა პატენტთმცოდნეობის ცენტრალური ინსტიტუტი მოსკოვში; 1995 წელს დაიცვა ხარისხი იურიდიულ მეცნიერებებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თემაზე „სამსახურებრივი გამოგონების დაცვა საპატენტო კანონმდებლობით“

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საბაკალავრო დონეზე კითხულობს ლექციებს ინტელექტუალური საკუთრების სამართლისა და შრომის სამართლის დისციპლინებში; მიჰყავს სამაგისტრო კურსი „საავტორო სამართლის პრობლემები“

 

გამოქვეყნებული აქვს 47 ნაშრომი, აქედან 16 წიგნია, რომელთაგან ორი: „ინტელექტუალური საკუთრების სამართალი“ და „შრომის სამართალი“ საქართველოში არსებული უნივერსიტეტების მიერ გამოიყენება სახელმძღვანელოდ ამავე დისციპლინების სწავლებისას.

 

მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა დონის სამეცნიერო კონფერენციებსა და ფორუმებში, განხორციელებული აქვს ორი საგრანტო პროექტი – ერთი ფონდის „ღია–საზოგადოება – საქართველო“ კონკურსის პარგლებში, რის შედეგადაც შეიქმნა და გამოიცა პროფესორ–მასწავლებლებისათვის განკუთვნილი ლექციათა კურსი „ინტელექტუალური საკუთრების სამართალი“; მეორე იუნესკო–ს ფარგლებში, რომლის მიზანიც იყო ქართული იურიდიული ლიტერატურის ინგლისურ ენაზე გამოცემა, შედეგად შეიქმნა და გამოიცა წიგნი „Georgian Author’s Rights Law and Neighbouring Rights Law”.

 

მისი აქტიური მონაწილეობითა და ინიციატივით შემუშავდა პირველი ქართული საკანონმდებლო აქტების პროექტები სამრეწველო საკუთრების სფეროში, რომლებიც 1992 წელს იქნა დამტკიცებული სამთავრობო დებულებების სახით: დებულება გამოგონების შესახებ, დებულება სამრეწველო ნიმუშების შესახებ, დებულება სასაქონლო ნიშნების შესახებ. 1999 წელს ეს ატები კანონებად გარდაიქმნა და 2010 წლის ცვლილებებით მოქმედებს ამჟამად. მისი ონაწილეობით ჩამოყალიბდა სამრეწველო საკუთრების დაცვის სფეროში მოქმედი  ეროვნული უწყება, რომელმაც მოქმედება ჯერ საპატენტო ექსპერტიზის ცენტრის სახით, რომლის ორგანიზაციული ჩამოყალიბებაც მასვე დაევალა და რომელმაც დღეს უკვე ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის სახე მიიღო. ამ უწყებაში იგი 2010 წლამდე მუშაობდა ჯერ საპატენტო ექსპერტიზის ცენტრის დირექტორად, შემდეგ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილედ.

 

დავით ძამუკაშვილის ინიციატივით ჩამოყალიბდა თსუ–იუნესკოს საავტორო სამართლის კათედრა, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა 2006 წლამდე და რომელშიც საქმიანობის დროს გამოსცა სტუდენტური ნაშრომების კრებული ინტელექტუალური სამართლის სფეროში „სტუდენტური უწყებანი“.

 

იგი არის სამრეწველო საკუთრების დაცვის საერთაშორისო ასოციაციის (AIPPI) ეროვნული ჯგუფის წევრი.

 

მშობლიურის გარდა სრულყოფილად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

 

ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ორი შვილიოშვილი 

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
14819894

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By