ENG
აქტივობის სახე: კონკურსი პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასიტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
თარიღი და დრო: 19/09/2015 - 16:00 / შაბათი
დეტალები:

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურს პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასიტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად სამართლის, ბიზნესისა და მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის და მედიცინის სკოლებში საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროგრამების განხორციელებისათვის

 

 

1.1. სამართლის სკოლა

 

სისხლის სამართალი

ასოცირებული პროფესორი – ერთი საშტატო ერთეული

ასისტენტ პროფესორი – ერთი საშტატო ერთეული

საჯარო სამართალი

ასოცირებული პროფესორი – ერთი საშტატო ერთეული

ადამიანის უფლებები

ასოცირებული პროფესორი – ერთი საშტატო ერთეული

 

 

1.2. ბიზნესისა და მართვის სკოლა

 

მენეჯმენტი

ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

მათემატიკა

ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

 

 

1.3. მედიცინის სკოლა

 

ორთოპედიული სტომატოლოგია

ასოცირებული პროფესორი – ერთი საშტატო ერთეული

ქირურგია

ასოცირებული პროფესორი – ერთი საშტატო ერთეული

 

 

1.4. ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

 

მასობრივი კომუნიკაცია და ჟურნალისტიკის შესავალი

ასოცირებული პროფესორი – ერთი საშტატო ერთეული

დემოგრაფია

ასოცირებული პროფესორი – ერთი საშტატო ერთეული

კრიტიკული აზროვნება და აკადემიური წერა

ასოცირებული პროფესორი – ერთი საშტატო ერთეული

ბეჭდური მედია

პროფესორი – ერთი საშტატო ერთეული

საქართველოს და მსოფლიო ისტორია

პროფესორი – ერთი საშტატო ერთეული

საზღვარგარეთის მედია

ასოცირებული პროფესორი – ერთი საშტატო ერთეული

ინგლისური ენა

ასოცირებული პროფესორი – ერთი საშტატო ერთეული

ფილოსოფია, სოციალური თეორია

პროფესორი – ერთი საშტატო ერთეული

ასოცირებული პროფესორი – ერთი საშტატო ერთეული

 

 

1.5. საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლა

 

მართვა / მენეჯმენტი

ასოცირებული პროფესორი – ერთი საშტატო ერთეული

 

 

 

პროფესორის და ასოცირებული პროფესორების თანამდებობაზე, 5 წლის ვადით, შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი. პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილებით, ხოლო ასოცირებული პროფესორის დასაკავებლად არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო - პედაგოგიური გამოცდილებით. ასისტენტ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი სამი წლის ვადით. პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ პროფესორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს ხელშეკრულების შესაბამისად, რანჟირებული სახელფასო განაკვეთის ფარგლებში.

 

 

 

1. აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი მოთხოვნები/კრიტერიუმები:

 

ა) აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევად პრეტენდენტის პედაგოგიურ და მეცნიერულ საქმიანობაში უნდა ვლინდებოდეს:

 

  • დინამიზმი, ეფექტურობა, მასშტაბურობა;
  • აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია;
  • ლიდერობა, კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობა, ნოვატორობა, არაკონფლიქტურობა, ობიექტურობა.

 

ბ) კრიტერიუმები განისაზღვრება შემდეგი მონაცემების მიხედვით:

 

  • სამეცნიერო აკადემიური ხარისხი;
  • სამუშაო გამოცდილება;
  • თემის ხელმძღვანელობა/ოპონენტობა;
  • ადმინისტრაციულ/აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
  • დამატებითი აკადემიური პასუხისმგებლობა/ფუნქცია;
  • პროფესიული განვითარება;
  • კვლევა/მონოგრაფია/სახელმძღვანელო;
  • საერთაშორისო აკადემიურ/სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა;
  • საერთაშორისო აკადემიური ორგანიზაციის წევრობა;
  • სახელისუფლებო დროებითი/მუდმივმოქმედი კომისიების მუშაობაში მონაწილეობა.

 

 

2. პროფესორის და ასოცირებული პროფესორების თანამდებობებზე კანდიდატების შესაბამისობის დადგენის/განსაზღვრის მიზნით, კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ:

 

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ავტობიოგრაფია – CV (ელექტრონული ვერსია); შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების დანართით;

დ) ორი ფოტოსურათი;

ე) განათლების, შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი;

ვ) სალექციო კურსების ჩამონათვალი – სილაბუსებით;

ზ) სამეცნიერო შრომების ნუსხა (გამოცემის თარიღისა და გამომცემლობის მითითებით), განხორციელებული საგრანტო/კვლევითი პროექტების ანოტაცია;

თ) პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 6 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ი) ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი

 

 

დოკუმენტების წარდგენის ვადა განისაზღვრება 2015 წლის 7 სექტემბრიდან 19 სექტემბრამდე შედეგები გამოქვეყნდება 2015 წლის 24 სექტემბერს

 

საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, ყოველდღე შაბათ კვირის გარდა, დილის 11 საათიდან 18 საათამდე. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კილომეტრი საკონტაქტო ტელეფონი: 2 38 44 06 / 118; info@gruni.edu.ge ; www.gruni.edu.ge

 

საკონკურსო კომისიის სახელზე განცხადებისა და ავტობიოგრაფიის (CV) ფორმები იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე

გაზიარება
დაბეჭდვა
 
 
 
 
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
10904575

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By