სოსო ფხაკაძე
„ის ცოდნა, რომელიც აქ მივიღე - ჩემს პროფესიულ ასპარეზზე ძალიან წამადგა...“

სკოლის შესახებ

სამართლის სკოლა, რომლის მიზანია სამართლებრივი აზროვნების, სამართლის თეორიული/პრაქტიკული ასპექტებისა და მეცნიერული კვლევის განვითარებისათვის ადეკვატური გარემოს შექმნა, ორიენტირებულია იურისტთა ახალი თაობის აღზრდაზე, ახალი სამართლებრივი მსოფლმხედველობითა და სახელმწიფოებრივი აზროვნებით.

 

სკოლა ანხორციელებს სამივე აკადემიური საფეხურის პროგრამებს - საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო.

 

იურიდიული განათლება ახალი გამოწვევების წინაშე დგას. თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნა სპეციალისტების პროფესიონალიზმს ეფუძნება. სწორედ ამიტომ, სამართლის სკოლა მიზნად ისახავს მოამზადოს სპეციალისტები ცოდნაზე დაფუძნებული შრომის ბაზრის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ამ მიმართებით დაგროვილი უნიკალური საერთაშორისო გამოცდილების გაანალიზების პარალელურად.

 

ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში სასწავლო პროგრამებში დაინერგა სიმულაციური სასამართლო პროცესების ჩატარება, როგორც სწავლების ერთ-ერთი მეთოდი. ამის შედეგია ის, რომ ჩვენმა სტუდენტებმა არაერთხელ მოიპოვეს გამარჯვება საერთაშორისო სიმულაციურ სასამართლო ოლიმპიადებში.

 

საყოველთაოდ ცნობილია ჩვენი კრიმინალისტიკის ლაბორატორიული ცენტრი, რომლის ანალოგი დღესაც არ არის საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში. ჩვენ სიამოვნებით ვუთმობთ ამ ცენტრის რესურსებს სხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებსაც.

 

სტუდენტების მეცნიერულ კვლევებში აქტიურ მონაწილეობას ხელს უწყობენ სამართლის სკოლის დარგობრივი კვლევითი ინსტიტუტები.

 

ეს არის შედარებითი სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და საჯარო მმართველობისა და ადმინისტრაციული სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც უცხოელ კოლეგებთან/კვლევით დაწესებულებებთან ერთად მონაწილეობს ეროვნული და საეთაშორისო პროექტების განხორციელებაში.

 

სკოლა ტრადიციულად თანამშრომლობს და დღითიდღე აფართოებს თანამშრომლობას/კონტაქტებს მსოფლიოს წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან.

 

სკოლა დიდ პატივად თვლის, რომ ის არის იურისტთა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის ELFA წევრი.

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11261919

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By